Remove ads
შუა აზიის ენა From Wikipedia, the free encyclopedia
უიღურული ენა (უიღ. ئۇيغۇرچە [Уйғурчә] ან უიღ. ئۇيغۇر تىلى [Уйғур тили], ჩინ.: 维吾尔语; ადრე ეწოდებოდა აღმოსავლეთ თურქული) — ალთაურ ენათა ოჯახის თურქულ ენათა ჯგუფის ენა. მასზე საუბრობს დაახლოებით 8-11 მილიონზე მეტი ადამიანი, რომელთა უმეტესობაც წარმოადგენს უიღურებს. გავრცელებულია ძირითადად ჩინეთში სინძიანის რეგიონში, სადაც მას ოფიციალური სტატუსი აქვს. ასევე მნიშვნელოვანი რაოდენობა უიღურულზე მოსაუბრე ადამიანების ცხოვრობს ყაზახეთსა და ყირგიზეთში. აქვს სამი დიალექტი: ჩრდილო-დასავლური, სამხრეთული და აღმოსავლური. უიღურულ ენაში ჭარბადაა ჩინურიდან, რუსულიდან და სხვა მეზობელი ხალხების ენებიდან ნასესხები სიტყვები.
უიღურული ენა ئۇيغۇرچە / ئۇيغۇر تىلى | |
გავრცელებულია | ჩინეთი (სინძიანი), ყაზახეთი |
მოლაპარაკეთა რაოდენობა | 8 - 11 მლნ.[1] (2005–2007) |
ოფიციალური სტატუსი | ჩინეთი (სინძიანი) |
ლინგვისტური კლასიფიკაცია | ალთაური ენები
|
დამწერლობის სისტემა | უიღურული დამწერლობა |
ენის კოდები | ISO 639-1: ug ISO 639-2: uig ISO 639-3: uig |
რუკა | |
ჩინეთში უიღურული ენის გავრცელების არეალი | |
ვიკისივრცე | |
ენის თარგი | {{Lang-ug}} |
ვიკისივრცეში არის ვიკიპედია — უიღურული ენა |
დამწერლობა ემყარება არაბულ გრაფიკას. თანამედროვე ოფიციალურ უიღურულ ანბანში 32 ასოა.
ئا | ئه | ب | پ | ت | ج | چ | خ | د | ر | ز | ژ | س | ش | غ | ف |
ق | ك | گ | ڭ | ل | م | ن | ۋ | ئو | ئۇ | ئۆ | ئۈ | ه | ئې | ئى | ي |
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.