From Wikipedia, the free encyclopedia
აცტეკები (საკ. სახელწოდება — ასტეკა) — მექსიკის ინდიელთა ერთ-ერთი ყველაზე მრავალრიცხოვანი ხალხი. აცტეკური ენა — ნაუატლი იუტოაცტეკურ ენათა დიდ ჯგუფს განეკუთვნება. XII საუკუნეში ჩრდილოეთიდან მოსული აცტეკები მეხიკოს ველზე შეიჭრნენ და დამკვიდრდნენ, აითვისეს მისი ძველი მოსახლეობის — ტოლტეკების, საპოტეკებისა და მიშტეკების მაღალი კულტურა და XIV საუკუნეში დააარსეს ქ. ტენოჩტიტლანი (ახლანდელი ქ. მეხიკო). 1427 წელს დაუკავშირდნენ ტესკოკოსა და ტლაკოპანის ქალაქ-სახელმწიფოებს, დაიმორჩილეს მთელი მეხიკოს ველისა და ცენტრალური მექსიკის მოსახლეობა და ადგილობრივ ტომთა კონფედერაციის სათავეში მოექცნენ.
აცტეკების იმპერია | |||||||
| |||||||
---|---|---|---|---|---|---|---|
| |||||||
აცტეკების იმპერია მესოამერიკაში | |||||||
დედაქალაქი | ტენოჩტიტლანი (არაოფიციალური) | ||||||
ენა | ნაუატლი | ||||||
ფულის ერთეული | კაკაოს მარცვლები ბამბის ტილო | ||||||
მოსახლეობა | 20 მლნ. (1520) | ||||||
მმართველობის ფორმა | მონარქია | ||||||
როდესაც ერნან კორტესმა და მისმა ესპანელემა ჯარისკაცებმა მიაღწიეს მეხიკოს ხეობას 1519 წელს მათ იპოვეს ჩინებული ქალაქი რომელიც იდგა კუნძულზე ტბაში. 3 განიერი დამბა მიდიოდა უდიდეს თეთრ სასახლეებთან და მოხატულ ტაძრებთან პირამიდების თავზე.
ეს ქალაქი იყო ტენოჩტიტლანი, აცტეკების დედაქალაქი. მისი გრანდიოზულობა აჩვენებდა აცტეკების ძალაუფლებასა და სიმდიდრეს. ქალაქიდან მათი არმიები დასაპყრობად გადიოდნენ. ქალაქში შედიოდა ხარკი დაპყრობილი დამოკიდებული ხალხებისგან, სურსათი, თიხის ნაკეთობები, ოქრო, ჟადეიტი, ფირუზი და მოზაიკები. გარდა მტვირთავებისა ქალაქში შემოდიოდნენ აგრეთვე დატყვევებული ჯარისკაცები, რომლებიც უნდა მსხვერპლად შეწირულიყვნენ აცტეკი ღმერთებისადმი.
როდესაც ესპანელები მოვიდნენ, აცტეკები მართავდნენ ტერიტორიას მექსიკის ყურიდან კორდილიერებამდე და სამხრეთით დღევანდელი გვატემალის ტერიტორიამდე. ამის მიუხედავად მათ იმპერატორს მონტესუმა I არ ჰქონდა კარგად ორგანიზებული იმპერია. როდესაც ვასალური ქალაქები ან ტომები ჯანყდებიდნენ, იგი იძულებული ხდებოდა თავიდან დაეპყრო ისინი. მას არ ჰყავდა გუბერნატორები ან მდგომი ჯარები რომ გაეკონტროლებინათ ისინი. ერთი სიტყვით, მათ არ ჰქონდათ ცენტრალიზებული სახელმწიფო. სახელმწიფო სტრუქტურის ეს სისუსტე დაეხმარა ესპანელებს აცტეკების დაპყრობაში სულ რაღაც 2 წელში. გარდა ამისა ამ მოვლენაში იყო შიშის ფაქტორი, რომელიც ინდიელებს ჰქონდათ ესპანელ დამპყრობლებისადმი. თავის კომპანიაში კორტესს აჯანყებული ტომებიც მიეხმარნენ.
კორტესის მოსვლისას აცტეკებს ჰქონდათ ყველაზე განვითარებული ცივილიზაცია ჩრდილოეთ ამერიკაში, თუმცა იგი ორიგინალობით არ გამოირჩეოდა. როდესაც ისინი იპყრობდნენ რეგიონს ისინი იერთებდნენ უფრო ადრეული განვითარებული ხალხის კულტურას, როგორიცაა ზაპოტეკების, მაიას, ტოლტეკების და სხვ. ბარბაროსული აცტეკები მივიდნენ მეხიკოს ხეობაში ჩ.წ. დაახლოებით 1200 წელს.
აცტეკების ცხოვრებაში რელიგია იყო უძლიერესი მაკონტროლებელი ძალა. არქიტექტურასა და მხატვრობაში მათი უდიდესი მიღწევები სწორედ ტაძრების მოხატვასა და მშენებლობაშია მიღწეული. მათ ჰქონდათ ნახატობრივი დამწერლობა, იეროგლიფები და ციფრების აღნიშნვები, რომლებითაც ისინი იწერდნენ რელიგიურ დღესასწაულებსა და ისტორიულ მოვლენებს. მაიასგან მათ ისწავლეს მზის კალენდრის გამოყენება, ამ ცოდნის მეშვეობით მათი მღვდლები ინარჩუნებდნენ ყველაზე სწორ კალენდარს. ალმანაქი იძლეოდა ცოდნას მოძრავი და უძრავი დღესასწაულების შესახებ, აგრეთვე მასში ეწერა ღვთაებების სახელები და დატები და საათები, თუ როდის უნდა გამართულიყო ლოცვა.
სავაჭრო სისტემა აერთიანებდა იმპერიის შორეულ ნაწილებს ტენოჩტიტლანთან. ჯარისკაცები იცავდნენ ვაჭრებსა და მტვირთავთა ჯგუფებს.
რომლებსაც გადაჰქონდათ მძიმე ლოდები, რადგანაც მათ არ ჰყავდათ გადამზიდი ცხოველები. კანოებს მოჰქონდათ მოსავალი უახლოესი ფერმებიდან დედაქალაქში. მათი მთავარი წარმოება იყო მარცვლეული კულტურები, ხორბალი, კაკაო,ლობიო, წიწაკა, ბადრიჯანი, თამბაქო, პამიდვრები, ინდაურები და ბამბა. საქმე მიდიოდა ბარტერით, რადგანაც აცტეკებს ფული არ გამოუგონებიათ. ხურდა შეიძლება მიცემულიყო კაკაოს მარცვლებში.
აცტეკები იყენებდნენ თავის სიმდიდრესა და ძალაუფლებას იმისთვის, რათა შეექმნათ ბრწყინვალე ცხოვრება დედაქალაქში. მონტესუმა ცხოვრობდა მდიდრულ სასახლეში. მის ირგვლივ იყო უამრავი თავადი და ათასობით მონა. სასახლეში იყო უამრავი ბაღი და სამხეცე.
ქალაქის ქუჩები და სასახლეები ბრწყინვალედ იყო დალაგებული მეეზოვე მონების მიერ. ხიდებს მიჰქონდათ ქუჩები კანალების ზემოთ, რომლებიც ყაითნით აკრავდა ქალაქს. აკვედუკებს მოჰქონდათ წყალი ჩაპულტეკიდან, კლდიანი სიმაღლიდან ახლომახლო.
უცნაური მოტივტივე კუნძულები გარს აკრავდნენ მთავარ ოვალურ კუნძულს. ისინი იყვნენ დამზადებული ტალახისგან, რომელიც ტბის ფსკერიდან იყო ამოღებული, დაყრდნობილი ბადეზე ხის მორებიდან და ბალახიდან. უპირველესად ფერმერებს შეეძლოთ კუნძულებს შორის კანოეთი მგზავრობა. მეორედ, რადგანაც ხეები ფესვებს ქვემოთ გაგზავნიდნენ ეს კუნძულები გახდა პერმანენტული ფერმები, რომლებსაც ჩინამპა დაერქვა.
ფერმერები ცხოვრობდნენ უშნო, დაწნულ სახლებში. ქალაქის შედარებით ძველ ნაწილში ცხოვრობდნენ მოხელეები, ალიზისა და ქვის შენობაში. ყველა სახლის ირგვლივ იყო შიდა ეზო და ღობე, რათა დაცულიყვნენ ტბის წყალდიდობებისგან. აცტეკთა უმრავლესობა იყვნენე ფერმერები. ისინი აგრეთვე იყვნენ ოსტატები და ვაჭრები.
ადათი ითვალისწინებდა ბავშვთა აღზრდის უამრავ ნაწილს, მათ შორის მათ უნდა დაეთვალათ თუ რამდენჯერ ჭამდნენ კუები გარკვეული წლის განმავლობაში. ბავშვებს ასწავლიდნენ თავაზიანობას, უფროსებისადმი პატივისცემას, სიმართლის თქმას და თვითკონტროლს.
ბიჭები სწავლობდნენ პრაქტიკულ ამოცანებს მამებისგან სახლში, ხოლი 15 წლისას მიდიოდნენ „ახალგაზრდათა სახლში“, რომელსაც ტელპუჩკალი ერქვა. აქ კლანის ბელადები ასწავლიდნენ ბიჭებს მოქალაქეობრივ მოვალეობებს, რელიგიურ კანონებს, ხალხის ტრადიციებს. ხელოვნებას და ხელობას. ომისთვის მზადებაში შედიოდა სატყორცნი შუბის სროლა (რომელსაც ატლატლ ეძახდნენ), მშვილდ ისრის, და ხის ჯოხებით, რომლებსაც ჰქონდათ ბასრი პირები დამზადებული ობსიდიანისგან. სხვა სკოლებში (კალმეკაში) ბიჭები სწავლობდნენ ღვთისმსახურებას, გოგოებს შეეძლოთ გამხდარიყვნენ მღვდელები იმ შემთხვევაში, თუ ჩააბარებდნენ ტაძრის სკოლაში.
აცტეკთა ტომები იყოფოდნენ ოჯახებად და კლანებად. ყველა კლანს ჰყავდა წარმომადგენლები და მოხელეები ტომის საბჭოში. საბჭო აგზავნიდა მოხელეებს, რათა ეხელმძღვანელათ ქალაქის ერთ-ერთ მეოთხედში, რომლითაც ქალაქი იყო დაყოფილი. საბჭო აგრეთვე ირჩევდა ტომის ბელადს, რომელიც უძღოდა ტომს ომებსა თუ ალიანსებში. მეორე ბელადი პასუხისმგებელი იყო საერთაშორისო დიპლომატიაზე. ეს სისტემა წააგავდა დემოკრატიას, თუმცა ბელადებს ირჩევდნენ ძლევამოსილი ოჯახები. მღვდელს ჰქონდა დიდი ავტორიტეტი ტომში, მაგრამ პრაქტიკულად იგი არავითარ სერიოზულ როლს არ თამაშობდა. მიწა იყო საერთო და ეკუთვნოდა ტომს. საბჭო მას პროპორციულად ყოფდა ოჯახებს შორის. ისინი აკონტროლებდნენ მიწას თუმცა იქამდე, სანამ იგი ნაყოფიერი იყო. სექციები ვალდებულნი იყვნენ გამოემუშავებინათ საჭმელი მღვდლებისა და ბელადებისთვის.
მკაცრი კანონები იცავდნენ მოქალაქეებს და მონებსაც კი ყველანაირი უსამართლობისგან. დაუმორჩილებლობა და დანაშაული აგრეთვე სასტიკად ისჯებოდა. მასალის მპარველი ან მექრთამე ხდებოდა მონა.
აცტეკები ეთაყვანებოდნენ ღმერთების დიდ რაოდენობას, რომლებიც აღნიშნავდნენ ბუნების სტიქიებს. ღმერთების პატივსაცემად და ბოდიშის მოსახდელად ტარდებოდა უთვალავი დღესასწაული და ცერემონია. ადამიანთა მსხვერპლშეწირვა თამაშობდა უდიდეს როლს, რადგანაც სიცოცხლე იყო ადამიანისთვის ყველაზე მთავარი, ეს იყო ღმერთებისადმი ყველაზე ძვირფასი საჩუქარი. რაც უფრო ძლიერდებოდა აცტეკების ნაცია, მით
უფრო მეტი სიცოცხლე და სისხლი სჭირდებოდათ ღმერთებს. ტენოჩტიტლანის დიდი პირამიდის გახსნისას მოიკლა 20,000 ტყვე. ისინი აიყვანეს კიბეებით და პირამიდის თავში მსხვერპლად შესწირეს აცტეკი ღმერთებისადმი, როდესაც ტყვეები კიბეებზე ავიდნენ, მღვდლებმა მათი ტანები ამოფატრეს და გულები ამოიღეს.
ზოგჯერ აცტეკები კანიბალიზმსაც მისდევდნენ. ისინი ჭამდნენ მსხვერპლთა ხორცს, რადგანაც სჯეროდათ, რომ მათ ძალას მიიღებდნენ. შეწირულები მიიღებდნენ პატიოსან ადგილს სამოთხეში.
ტყვეების საჭიროებამ იძულებული გახადა აცტეკები არ მოეკლათ მოწინააღმდეგეები, არამედ ტყვედ აეყვანათ.
ესპანელები შეძრულნი იყვნენ ამ რიტუალებით და დაანგრიეს ყველა ტაძარი, რათა განედევნათ ძველი რელიგია. მისიონერები, რომლებიც მოვიდნენ ხალხში ქრისტიანობის გასავრცელებლად, ანადგურებდნენ ნებისმიერ აცტეკურ ტაძარს, და ხსნიდნენ ამას იმით, რომ ისინი იდოლებსა და „ეშმაკის ტაძრებს“ ანადგურებდნენ. როდესაც ძველი ტაძარი ინგრეოდა, მის ადგილს კათოლიკური სალოცავი იკავებდა.
ითვლება, რომ აცტეკები ჩრდილოეთიდან, ლეგენდარული აცტლანიდან მოვიდნენ. ისინი ლაპარაკობდნენ ნახუან, ან ნახუატლ ენაზე. ეს ენა მიეკუთვნება უტო-აცტეკიან სალაპარაკო ჯგუფს. ის წააგავს პიმანის და შოშონების ენას დასავლეთ ამერიკიდან.
მათი ლეგენდების თანახმად აცტეკები ეს არის მომთაბარე ტომი, რომელიც ოცნებობდა მიწაზე. როდესაც ისინი მეხიკოს ხეობაში მივიდნენ, ისინი დაიპყრეს იქაურმა ტომებმა. საბოლოოდ მათ დაიპყრეს ის ხალხი, და მიახლოებით 1325 წელს დააარსეს ტენოჩიტლანი (დღევანდელი მეხიკო).
აქ ისინი დასახლდნენ და სხვა ხალხების დასაპყრობად გაეშურნენ. მალე ტენოხის აცტეკებმა შექმნეს აცტეკების კონფედერაცია და გახდნენ მასში დომინანტები. ისინი თავისი სიძლიერის მწვერვალზე იყვნენ, როცა ესპანელებმა ისინი დაიპყრეს. დღევანდელი აცტეკები არიან იმ აცტეკების შთამომავლები, რომლებიც კორტესმა დაიპყრო.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.