From Wikipedia, the free encyclopedia
„Placar“ — ყოველთვიური ბრაზილიური სპორტული ჟურნალი. გამოიცემა სან-პაულუში 1970 წლიდან. ყველაზე პოპულარული და მრავალტირაჟიანი სპორტული ჟურნალი ბრაზილიაში. ჟურნალის თემატიკა მოიცავს სპორტის სხვადასხვა სახეობებს, თუმცა გამოქვეყნებული სტატიების უმრავლესობა ფეხბურთს ეძღვნება და ფაქტობრივად საფეხბურთო ჟურნალს წარმოადგენს.[1]
Placar | |
---|---|
ტიპი: |
ყოველთვიური სპორტული ჟურნალი |
ფორმატი: | ფართეფორმატიანი |
მფლობელ(ებ)ი: | Grupo Abril |
გამომცემელი: | Editora Abril |
რედაქტორი: | Rodolfo Rodrigues |
მთავარი რედაქტორ(ებ)ი: | Sérgio Xavier Filho |
ფოტო რედაქტორი: | Ricardo Corrêa Ayres |
კადრები: | Alexandre Batibugli |
დაარსდა: | 1855 |
ენა: | პორტუგალიური |
სათავო ოფისი: | Av. das Nações Unidas, 7221, 7 andar, Pinheiros, São Paulo, SP, Brasil |
პერიოდულობა: | 110 000 |
ISSN: | 0104-1762 |
საიტი: | placar.com.br |
ჟურნალის პირველი ნომერი 1970 წლის 20 მარტს გამოვიდა. მის გარეკანზე გამოსახული იყო პელე ნიკეს თასით ხელში.[2]
1990 წლამდე ჟურნალი ყოველკვირეული იყო, საშუალოდ 200 ათასიანი ტირაჟით. ცალკეულ პერიოდებში მისი ტირაჟი იცვლებოდა. როგორც წესი, ეს ხდებოდა მაშინ, როდესაც ბრაზილიის ეროვნული ნაკრები რომელიმე დიდ საფეხბურთო ტურნირზე იღებდა მონაწილეობას.
ჟურნალმა საკმაოდ მალე მოიპოვა პოპულარობა, რის შემდეგაც მისი გავლენა ბრაზილიურ ფეხბურთში მიმდინარე პროცესებზე მნიშვნელოვნად გაიზარდა. მაგალითად, უშუალოდ მისი გავლენით მოხდა ბრაზილიის საფეხბურთო ჩემპიონატის სერია B-ს გამართვის შესახებ გადაწყვეტილების მიღება და მისი ორგანიზება, რამაც გარკვეულწილად შეამცირა მეტისმეტად გაზრდილი ბრაზილიის ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის — სერია A-ს მონაწილეთა რაოდენობა.
1987 წელს ჟურნალმა მხარდაჭერა გამოუცხადა ყველაზე ტიტულოვან კლუბებს ბრაზილიის ფეხბურთის კონფედერაციიდან გამოყოფისა და ქვეყნის საკუთარი ჩემპიონატის გამართვის ინიციატივაში.
1984 წლიდან ჟურნალმა დაიწყო სპორტის სხვა სახეობების შესახებ სტატიების პუბლიკაცია (მაგ. კრივის, ავტოსპორტის და სხვ.), რამაც მკითხველის მომატების ნაცვლად მათი კლება გამოიწვია.
1988 წლიდან ჟურნალმა შეწყვიტა თავის ფურცლებზე სხვა სპორტული მოვლენების გაშუქება.
1990 წლიდან მისი ტირაჟი მნიშვნელოვნად შემცირდა (თავიდან 125 ათასამდე, ხოლო შემდეგ დაახლ. 100 ათას ეგზემპლარამდე) და უმთავრესად ამ მიზეზით მოხდა მისი ყოველკვირეული ჟურნალიდან ყოველთვიურ ჟურნალად გადაქცევა.
1995 წლიდან Placar-ის მკითხველს პირველად მიეცა მისი გამოწერის შესაძლებლობა.[3][4][5]
2001–2003 წლებში ჟურნალი კვლავ ყოველკვირეული გახდა, ამასთან, რამდენჯერმე შეცვალა გამოცემის დღეები. თავიდან ყოველ პარასკევს გამოდიოდა, შემდეგ ყოველ სამშაბათს.
საბოლოოდ, კვლავ, გამოცემის ყოველთვიურ ფორმატს დაუბრუნდა.[6]
1999 წლის ნოემბერში Placar-მა გამოაქვეყნა XX საუკუნის 100 საუკეთესო ფეხბურთელის საკუთარი სია.[7]
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.