From Wikipedia, the free encyclopedia
იოზეფ მასოპუსტი (ჩეხ. Josef Masopust; დ. 9 თებერვალი, 1931 — გ. 29 ივნისი, 2015) — ჩეხი ფეხბურთელი და საფეხბურთო მწვრთნელი.
პირადი მონაცემები | |||
---|---|---|---|
სრული სახელი | იოზეფ მასოპუსტი | ||
დაბადების თარიღი | 9 თებერვალი, 1931 | ||
დაბადების ადგილი |
სტრჟიმიცე, ჩეხოსლოვაკია | ||
გარდაცვალების თარიღი | 29 ივნისი, 2015 (84 წლის) | ||
სიმაღლე | 177 სმ | ||
სათამაშო პოზიცია | ნახევარმცველი | ||
პროფესიონალური კარიერა* | |||
წლები | გუნდი | მატჩი | (გოლი) |
1950–1952 | ვოდოტეხნა | 54 | (10) |
1952–1968 | დუკლა პრაღა | 386 | (79) |
1968–1970 | კროსინგი | 68 | (29) |
ეროვნული ნაკრები | |||
1954–1966 | ჩეხოსლოვაკია | 63 | (10) |
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება |
იოზეფ მასოპუსტმა კარიერის უდიდესი ნაწილი საფეხბურთო კლუბ დუკლა პრაღაში გაატარა, სადაც უნივერსალური ტიპის ნახევარმცველის პოზიციაზე თამაშობდა და თანაბარი წარმატებით ართმევდა თავს, როგორც დაცვით, ასევე შეტევით ფუნქციებს. ჩეხოსლოვაკიის ეროვნულ ნაკრებში 1954–1966 წლებში ჩაატარა 63 მატჩი და გაიტანა 10 გოლი. მსოფლიოს 1962 წლის ჩემპიონატზე, სადაც ჩეხოსლოვაკია ვიცე-ჩემპიონი გახდა, მასოპუსტი ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი იყო. ამავე წელს France Football-მა ევროპის წლის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელა და გადასცა ოქროს ბურთი. 1999 წელს Placar-ის ვერსიით XX საუკუნის 100 საუკეთესო ფეხბურთელს შორის 61-ე ადგილზე დასახელდა.[1]
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.