Remove ads
From Wikipedia, the free encyclopedia
კარლ-ჰაინც „კალე“ რუმენიგე (გერმ. Karl-Heinz "Kalle" Rummenigge; დ. 25 სექტემბერი, 1955, ლიპშტადტი, ჩრდ. რაინ-ვესტფალია, გფრ) — გერმანელი ფეხბურთელი და საფეხბურთო ფუნქციონერი. თამაშობდა თავდამსხმელის პოზიციაზე. ითვლება თავისი დროის მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო და გერმანიის ყველა დროის ერთ-ერთ უდიდეს ფეხბურთელად. 1980 და 1981 წლებში ჟურნალმა France Football-მა დაასახელა ევროპის საუკეთესო ფეხბურთელად და გადასცა ოქროს ბურთი. 1999 წელს Placar-ის ვერსიით XX საუკუნის 100 საუკეთესო ფეხბურთელს შორის 42-ე ადგილზე დასახელდა.[1][2]
პირადი მონაცემები | |||
---|---|---|---|
სრული სახელი | კარლ-ჰაინც რუმენიგე | ||
დაბადების თარიღი | 25 სექტემბერი, 1955 | ||
დაბადების ადგილი |
ლიპშტადტი, ჩრდ. რაინ-ვესტფალია, გფრ | ||
სიმაღლე | 182 სმ | ||
სათამაშო პოზიცია | თავდამსხმელი | ||
ახალგაზრდული კარიერა | |||
1963–1974 | ბორუსია ლიპშტადტი | ||
პროფესიონალური კარიერა* | |||
წლები | გუნდი | მატჩი | (გოლი) |
1974–1984 | ბაიერნი | 310 | (162) |
1984–1987 | ინტერი | 64 | (24) |
1987–1989 | სერვეტი | 50 | (34) |
სულ | 424 | (220) | |
ეროვნული ნაკრები | |||
1976–1986 | გფრ | 95 | (45) |
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება |
სხვადასხვა დროს იცავდა მიუნხენის „ბაიერნის“, მილანის „ინტერისა“ და ჟენევის „სერვეტის“ ღირსებას.
სამი მსოფლიო ჩემპიონატის მონაწილე, აქედან ორგზის (1982 და 1986) მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი (ორივეჯერ იყო ნაკრების კაპიტანი). 1979 წელს ნათამაშები აქვს თბილისში ბორის პაიჭაძის სახელობის დინამო არენაზე დასავლეთ გერმანიის ნაკრების შემადგენლობაში სსრკ ნაკრების წინააღმდეგ მატჩში, სადაც 2 გოლი გაიტანა.
კარლ-ჰაინც რუმენიგემ მსოფლიო ჩემპიონატების 19 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა (აქედან 10 შეხვედრაში კაპიტნის რანგში) და 9 ბურთი გაიტანა.[4]
ჩემპ. | მასპინძელი | № | პოზიცია | შ | ბ | მ | ფ | წ | შედეგი |
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
1978 | არგენტინა | 11 | თავდამსხმელი | 5 | 3 | 1 | 3 | 1 | |
1982 | ესპანეთი | 11 | თავდამსხმელი | 7 | 5 | 3 | 2 | 2 | |
1986 | მექსიკა | 11 | თავდამსხმელი | 7 | 1 | 3 | 2 | 2 |
AFS · BDFA · BDFutbol eu-football.info · FBref.com · FIFA.com · FootballDatabase.eu · Fussballdaten.de · L’Équipe · National Football Teams.com · Soccerbase · Soccerway · playmarkerstats.com · Transfermarkt (player) · Transfermarkt (manager) · WorldFootball.net |
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.