ბრაზილიელი ფეხბურთელი From Wikipedia, the free encyclopedia
ჟაირ ვენტურა ფილიო (პორტ. Jair Ventura Filho; დ. 25 დეკემბერი, 1944, დუკი-დი-კაშიასი, რიო-დე-ჟანეირო, ბრაზილია) — ბრაზილიელი ფეხბურთელი. თამაშობდა ნახევარმცველისა და თავდამსხმელის პოზიციაზე. ფეხბურთის გულშემატკივრებში უფრო ცნობილია როგორც ჟაირზინიო (პორტ. Jairzinho). 1970 წლის მსოფლიო ჩემპიონი ბრაზილიის ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში.[1] 1966 წლის ინგლისისა და 1974 წლის გერმანიის მსოფლიო ჩემპიონატების მონაწილე. ითვლება ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო ბრაზილიელ ფეხბურთელად. 1999 წელს World Soccer-ის ვერსიით XX საუკუნის 100 საუკეთესო ფეხბურთელს შორის 27-ე ადგილზე, ხოლო Placar-ის ვერსიით 66-ე ადგილზე დასახელდა.[2] სათამაშო კარიერის დასრულების შემდეგ მუშაობდა საფეხბურთო მწვრთნელად.
პირადი მონაცემები | |||
---|---|---|---|
სრული სახელი | ჟაირ ვენტურა ფილიო | ||
დაბადების თარიღი | 25 დეკემბერი, 1944 | ||
დაბადების ადგილი |
დუკი-დი-კაშიასი, რიო-დე-ჟანეირო, ბრაზილია | ||
სიმაღლე | 173 სმ | ||
სათამაშო პოზიცია |
ნახევარმცველი, გარემარბი | ||
ახალგაზრდული კარიერა | |||
1959–1962 | ბოტაფოგო | ||
პროფესიონალური კარიერა* | |||
წლები | გუნდი | მატჩი | (გოლი) |
1962–1974 | ბოტაფოგო | 231 | (91) |
1974–1975 | მარსელი | 18 | (9) |
1975 | კაიზერ ჩიფსი | 3 | (7) |
1976 | კრუზეირო | 8 | (3) |
1977 | პორტუგესა | ||
1978–1979 | ნოროესტე | 10 | (2) |
1979 | ფასტ კლუბი | 2 | (0) |
1980–1981 | ვილსტერმანი | 19 | (17) |
1981 | ბოტაფოგო | ||
1982 | ნუევე დე ოქტუბრე | ||
ეროვნული ნაკრები | |||
1964–1982 | ბრაზილია | 81 | (35) |
სამწვრთნელო კარიერა | |||
1997–1998 | კალამატა | ||
2003–2005 | გაბონი | ||
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება |
საკლუბო დონეზე სხვადასხვა დროს იცავდა ბრაზილიური, ფრანგული, სამხრეთ აფრიკული, ვენესუელური, ბოლივიური და ეკვადორული საფეხბურთო კლუბების: რიო-დე-ჟანეიროს „ბოტაფოგოს“, მარსელის „ოლიმპიკის“, იოჰანესბურგის „კაიზერ ჩიფსის“, ბელუ-ორიზონტის „კრუზეიროს“, აკარიგუას „პორტუგესას“, ბაურუს „ნოროესტეს“, მანაუსის „ფასტ კლუბის“, კოჩაბამბის „ხორხე ვილსტერმანის“ და გუაიაკილის „ნუევე დე ოქტუბრეს“ ღირსებას.
ოცწლიანი საფეხბურთო კარიერიდან 13 წელი „ბოტაფოგოში“ გაატარა. მის შემადგენლობაში ეროვნული პირველობისა და თასის გათამაშების, საერთაშორისო ოფიციალური ტურნირებისა და ამხანაგური შეხვედრების ჩათვლით 412 მატჩი ითამაშა და 186 ბურთი გაიტანა. ამ მაჩვენებლით „ბოტაფოგოს“ ყველა დროის მეექვსე საუკეთესო ბომბარდირად ითვლება კუარენტინიას, კარვალიო ლეიტეს, გარინჩას, ელენო დე ფრეიტასის და ნილო მურტინიო ბრაგას შემდეგ.[3]
კლუბი | ქვეყანა | წლები | წყარო |
---|---|---|---|
ბოტაფოგო (პორტ. Botafogo de Futebol e Regatas) | ბრაზილია | 1962–1974 | |
ოლიმპიკი მარსელი (ფრანგ. Olympique de Marseille) | საფრანგეთი | 1974–1975 | |
კაიზერ ჩიფსი (ინგლ. Kaizer Chiefs F.C.) | სამხრ. აფრიკა | ||
კრუზეირო (პორტ. Cruzeiro Esporte Clube) | ბრაზილია | ||
პორტუგესა (ესპ. Portuguesa Fútbol Club) | ვენესუელა | ||
ნოროესტე (პორტ. Esporte Clube Noroeste) | ბრაზილია | 1978–1979 | |
ფასტ კლუბი (პორტ. Nacional Fast Clube) | ბრაზილია | ||
ვილსტერმანი (ესპ. Club Deportivo Jorge Wilstermann) | ბოლივია | 1980–1981 | |
ბოტაფოგო (პორტ. Botafogo de Futebol e Regatas) | ბრაზილია | ||
ნუევე დე ოქტუბრე (ესპ. A.D. Nueve de Octubre) | ეკვადორი |
1964–1982 წლებში ბრაზილიის ეროვნული ნაკრების ღირსებას იცავს, რომლის შემადგენლობაში 81 შეხვედრას ატარებს და 35 ბურთი გააქვს.[4]
ბრაზილია | ||
---|---|---|
წელი | მატჩი | გოლი |
1964 | 1 | 1 |
1965 | 6 | 0 |
1966 | 10 | 0 |
1968 | 14 | 9 |
1969 | 9 | 5 |
1970 | 13 | 11 |
1972 | 5 | 3 |
1973 | 6 | 2 |
1974 | 16 | 4 |
1982 | 1 | 0 |
ჯამში | 81 | 35 |
ჟაირზინიომ მსოფლიო ჩემპიონატების 16 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და 9 ბურთი გაიტანა.[5]
ჩემპ. | მასპინძელი | № | პოზიცია | შ | ბ | მ | ფ | წ | შედეგი |
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
1966 | ინგლისი | 17 | თავდამსხმელი | 3 | 0 | 1 | 0 | 2 | |
1970 | მექსიკა | 7 | თავდამსხმელი | 6 | 7 | 6 | 0 | 0 | |
1974 | გერმანია | 7 | თავდამსხმელი | 7 | 2 | 3 | 2 | 2 | |
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.