1924 წლის აგვისტოს აჯანყება, ასევე აგვისტოს აჯანყება — საბჭოთა მმართველობისა და რუსული ოკუპაცის წინააღმდეგ მიმართული საერთო სახალხო აჯანყება საქართველოში. აჯანყების მიზანი იყო საქართველოს გათავისუფლება საბჭოთა ოკუპაციისგან და დეოკრატიული რესპუბლიკის აღდგენა. აჯანყება იყო საბჭოთა ხელისუფლების წინააღმდეგ ყველაზე მასშტაბური შეიარაღებული გამოსვლა საქართველოში. აღმოსავლეთ საქართველოში აჯანყების მიმდინარეობას ხელმძღვანელობდა ქაქუცა ჩოლოყაშვილი. დასავლეთ საქართველოში აჯანყებულებმა შეძლეს ქალაქების აღება და დროებით ხელისუფლების მოპოვება. აჯანყება დამარცხდა, რადგან არ იყო კარგად კოორდინირებული, აჯანყებულებს აკლდათ საბრძოლო იარაღები, გადაჭარბებული მოლოდინი ჰქონდათ ევროპის ქვეყნებიდან დახმარების მიღებისა. აჯანყების დამარცხებას მოჰყვა მასშტაბური რეპრესიები. საქართველოს სსრ-ის ხელისუფლებამ აჯანყებას უწოდა „მენშევიკური ავანტიურა“, საბჭოთა ოკუპაციის პერიოდში მისი კვლევა და მასზე საუბარი აკრძალული იყო.[2]
სწრაფი ფაქტები თარიღი, მდებარეობა ...
1924 წლის აგვისტოს აჯანყება |
---|
აჯანყებული „შეფიცულები“ |
თარიღი |
1924 წლის 28 აგვისტო — 7 სექტემბერი |
---|
მდებარეობა |
საქართველოს სსრ |
---|
მიზეზი |
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ოკუპაცია საბჭოთა რუსეთის მიერ |
---|
შედეგი |
საბჭოთა ხელისუფლების გამარჯვება |
---|
მხარეები |
---|
|
მეთაურები |
---|
|
ძალები |
---|
10-11 ათასი |
დაახ. 10 ათასი [1] |
|
დანაკარგები |
---|
60-ზე მეტი[1] |
92 [1]
|
558 სიკვდილით დასჯილი[1] |
|
დახურვა