Remove ads
From Wikipedia, the free encyclopedia
გრიგოლ (სერგო) კონსტანტინეს ძე ორჯონიკიძე (დ. 24 ოქტომბერი [ძვ. სტ. 12 ოქტომბერი], 1886, სოფ. ღორეშა, ხარაგაულის მუნიციპალიტეტი — გ. 18 თებერვალი, 1937, მოსკოვი) — ბოლშევიკი რევოლუციონერი, საბჭოთა სახელმწიფო და პარტიული მოღვაწე, კომპარტიის წევრი 1903 წლიდან. პოლიტბიუროს წევრი, სტალინთან დაახლოებული პირი.
სერგო ორჯონიკიძე | |
---|---|
ორჯონიკიძე 1926 წელს | |
დაიბადა | გრიგოლ ორჯონიკიძე 24 ოქტომბერი, 1886 ღორეშა |
გარდაიცვალა | 18 თებერვალი, 1937 მოსკოვი თვითმკვლელობა |
ეროვნება | ქართველი |
განათლება | მიხაილოვის ჰოსპიტლის სამედიცინო სკოლა |
ტიტული | პოლიტბიუროს წევრი |
ცნობილია | როგორც საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ანექსიის ხელმძღვანელი |
პოლიტიკური პარტია | სკკპ |
რელიგიური მრწამსი | ათეისტი |
დაიბადა აზნაურის ოჯახში. 1903 წლიდან რადიკალურ პოლიტიკაში ჩაება და თბილისში მიხაილოვის ჰოსპიტალის სამედიცინო სკოლის დამთავრების შემდეგ მალევე დააპატიმრეს იარაღის კონტრაბანდისთვის. საპატიმროდან გამოსვლის შემდეგ გერმანიაში მიდის, თუმცა 1907 წელს რუსეთში ბრუნდება და ბაქოში სტალინსა და მის თანამზრახველებს უერთდება. სერგოს მონაწილეობა აქვს მიღებული სპარსეთის საკონსტიტუციო რევოლუციაში, როგორც ბოლშევიკთა წარგზავნილს და ამგვარად გარკვეული პერიოდი თეირანში მოუხდა ყოფნა (დაახ. 1909), მოგვიანებით კი ასევე მონაწილეობდა გილანის (ირანი) სოციალისტური რესპუბლიკის ჩამოყალიბებაში 1920-21 წლებში.
ბაქოში ყოფნისას ის დააპატიმრეს სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრობისთვის და ციმბირში გაამწესეს, თუმცა სამ წელიწადში გაქცევა მოახერხა. 1912 წელს ის სტალინთან ერთად სანქტ-პეტერბურგში ბრუნდება, თუმცა ისევ იქნა დაჭერილი და სამი წლით კატორღაზე გაგზავნილი. რუსეთის სამოქალაქო ომის პერიოდში ის უკრაინის კომისარი გახდა, შემდეგ კი კავკასიაში ბრძოლაში იღებს მონაწილეობას, სადაც სომხეთში საბჭოთა ხელისუფლების დამყარებაში მიუძღვის წვლილი. 1921 წელს მან უხელმძღვანელა ბოლშევიკთა შემოჭრას საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში და საქართველოს სოციალისტური რესპუბლიკა ჩამოაყალიბა. მოგვიანებით ის საქართველოს საქმის (1922) წამყვანი მონაწილე ხდება.
1926 წელს ორჯონიკიძე პოლიტბიუროს წევრი გახდა, თუმცა 1936 წლიდან სტალინმა ეჭვქვეშ დააყენა მისი ლოიალობა, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც აღმოაჩინა, რომ ორჯონიკიძე მის გავლენას იყენებდა ნკვდ-ს გამოძიების ქვეშ მყოფი ზოგიერთი ფიგურის დასაცავად. ამასობაში, ხმები ვრცელდებოდა, რომ 1937 წლის პლენუმზე ორჯონიკიძე სტალინის დაგმობას აპირებდა საკუთარ გამოსვლაში. ორჯონიკიძეს სიტყვით გამოსვლა არ დასცალდა, ის პლენუმამდე მცირე ხნით ადრე მკვდარი იპოვეს. მისი გარდაცვალების ოფიციალურ მიზეზად დასახელდა ინფარქტი. ხრუშჩოვის მემუარების მიხედვით, ორჯონიკიძეს ანასტას მიქოიანისთვის გაუმხელია თვითმკვლელობამდე ერთი დღით ადრე, რომ მას უკვე აღარ შეეძლო იმის ატანა, თუ რა ხდებოდა პარტიაში (განსაკუთრებით პარტიის წევრების მკვლელობების).
დაჯილდოებულია ლენინის, საბრძოლო წითელი დროშისა და შრომის წითელი დროშის ორდენებით. დაკრძალულია მოსკოვში, წითელ მოედანზე, კრემლის კედელთან.
მისი გარდაცვალების შემდეგ საბჭოთა კავშირის რამდენიმე ქალაქს მისი სახელი დაარქვეს, მათ შორის ვლადიკავკაზს.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.