Remove ads
ქალაქი საქართველოში, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრი From Wikipedia, the free encyclopedia
წალენჯიხა — ქალაქი საქართველოში, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრი. მდებარეობს მდინარე ჭანისწყლის ნაპირზე, ზღვის დონიდან 222 მ სიმაღლეზე. ქალაქად გამოცხადდა 1964 წელს. ქალაქში არის ჯანდაცვის, განათლებისა და კულტურის დაწესებულებები.
ქალაქი | |
---|---|
წალენჯიხა | |
წალენჯიხის შესასვლელი | |
ქვეყანა | საქართველო |
მხარე | სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარე |
მუნიციპალიტეტი | წალენჯიხის მუნიციპალიტეტი |
კოორდინატები | 42°36′42″ ჩ. გ. 42°04′14″ ა. გ. |
ამჟამინდელი სტატუსი | 1964 |
ცენტრის სიმაღლე | 222 მ |
ოფიციალური ენა | ქართული ენა |
მოსახლეობა | 3170[1] კაცი (2021) |
ეროვნული შემადგენლობა | ქართველები 99,6 % |
სასაათო სარტყელი | UTC+4 |
სატელეფონო კოდი | +995 416[2] |
საფოსტო ინდექსი | 5200[3] |
ოფიციალური საიტი | tsalenjikha.ge |
წალენჯიხა, მეგრული „წენდიხა“, ჭანისწყალი მეგრული „წენწყარი“ მდინარისა და გეოგრაფიული პუნქტის ამგვარი სახელწოდებანი დადასტურებულია როგორც ქართული, ასევე უცხოური წყაროების მიერ.
სიმონ ჯანაშიას მიხედვით „წენი“ ანუ „წანი“ იყო ერთ-ერთი ტომთაგანი ჭანური-მეგრული განშტოებისა და არა საკუთრივ სანები. სწორედ ამ „წანი“ ტომისაგან მიიღო თავისი სახელწოდება ამ ადგილმა და იმ ციხემ (ჯიხამ), რომელიც მათ ეკუთვნოდათ (წენ-დიხა) და იმ მდინარემაც, რომელიც ციხეს ჩაუდიოდა (წენ-წყალი).
X-XI საუკუნეებში წალენჯიხა მნიშვნელოვანი დასახლებული პუნქტი იყო, რაც დასტურდება წალენჯიხის საკათედრო ტაძარის მშენებლობით. დროთა განმავლობაში წალენჯიხის მნიშვნელობა კიდევ უფრო გაიზარდა ისე, რომ XIII-XIV საუკუნეებისათვის ის დადიანების ერთ-ერთ რეზიდენციად იქცა. დადიანებს აქ ჰქონდათ სასახლე, საჭურჭლე (საგანძური) და საგვარეულო სამარხიც. ქალაქის მნიშვნელობის ზრდამ გამოიწვია XIV საუკუნეშივე ოდიშის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საეპისკოპოსოს გადატანა წალენჯიხაში, რამაც ხელი შეუწყო კულტურული და ეკონომიკური საქმიანობის აღმავლობას.
რუსეთის იმპერიის დროს წალენჯიხა იყო ზუგდიდის მაზრის ერთ–ერთი საბოქაულოს ცენტრი. საბჭოთა პერიოდში წალენჯიხა იქცა ჩაის გადამუშავების ერთ-ერთ ცენტრად, რამაც ხელი შეუწყო დასახლების ურბანიზაციას. მოქმედებდა ჩაის ექვსი ფაბრიკა. 1964 წელს წალენჯიხამ მიიღო ქალაქის სტატუსი. დღეს მოქმედებს მხოლოდ ერთი ფაბრიკა, სადაც 300-მდე ადამიანი მუშაობს.
2014 წლის აღწერის მონაცემებით ქალაქში ცხოვრობს 3847 ადამიანი.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.