ჭანისწყალი

მდინარე საქართველოში, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში From Wikipedia, the free encyclopedia

ჭანისწყალი

ჭანისწყალი (მეგრ. წენწყარი) — მდინარე დასავლეთ საქართველოში. სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის წალენჯიხის, ჩხოროწყუსა და ხობის მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე. ხობისწყალის მარჯვენა შენაკადი. სათავე აქვს ეგრისის ქედის სამხრეთ კალთაზე, ზღვის დონიდან 1960 მ სიმაღლეზე.[1] ჭანისწყლის სათავეს წარმოადგენს მდინარე წენწყარი.[2] სიგრძე 63 კმ, აუზის ფართობი 315 კმ². საზრდოობს წვიმის, თოვლისა და მიწისქვეშა წყლით. წყალდიდობა იცის გაზაფხულზე, წყალმცირობაზამთარში.

სწრაფი ფაქტები ჭანისწყალი, ქვეყანა ...
ჭანისწყალი
Thumb
ჭანისწყალი
ქვეყანა  საქართველო
ტერიტორიული ერთეულები სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარე
მარჯვენა შენაკადები ინწრა
მარცხენა შენაკადები აბანოსღელე
სათავე ეგრისის ქედი
42°40′55″ ჩ. გ. 42°09′35″ ა. გ.
სათავის სიმაღლე 1960 მ
შესართავი ხობისწყალი
42°21′55″ ჩ. გ. 41°54′49″ ა. გ.
სიგრძე 63 კმ
აუზის ფართობი 315 კმ²
მდინარის სისტემა ხობისწყალიშავი ზღვა
წყლის ხარჯი (საშ.) 14,5 მ³/წმ
Thumb
Thumb
— სათავე, — შესართავი
ჭანისწყალი ვიკისაწყობში
დახურვა

მარჯვენა შენაკადებიდან აღსანიშნავია მდინარე ინწრა, ხოლო მარცხენა შენაკადებიდან — მდინარე აბანოსღელე. ამ უკანასკნელის ხეობაში მდებარეობს სულფატურ-ქლორიდული ნატრიუმ-კალციუმიანი სამკურნალო მინერალური წყალი სქური.[3] ჭანისწყალის ნაპირებზე გაშენებულია მრავალი დასახლებული პუნქტი, მათ შორის წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრი ქალაქი წალენჯიხა. ჭანისწყლის მარცხენა ნაპირზე მდებარეობს შუა საუკუნეების ციხესიმაგრე სკურის ციხე. საშუალო წლიური ხარჯი შესართავთან 14,5 მ³/წმ.[1]

გალერეა

სქოლიო

Loading related searches...

Wikiwand - on

Seamless Wikipedia browsing. On steroids.