Remove ads
From Wikipedia, the free encyclopedia
წყალმცირობა — მდინარის წყლის რეჟიმის ფაზა, რომელიც ყოველწლიურად მეორდება ერთსა და იმავე სეზონში, რომელიც ხასიათდება მცირეწყლიანობითა და წყლის დონის ხანგრძლივი დაბალი დგომით. წარმოიქმნება მდინარის წყლის საზრდოობის შემცირების შედეგად. წყალმცირობა წლის ცივ პერიოდში ძირითადად მიწისქვეშა წყლით საზრდოობაზე გადასვლით განაპირობებული მდინარის დაბალი დონე და მცირე ხარჯია, რომელიც გრძელდება არანაკლებ 10 დღე-ღამის განმავლობაში.[1]
წყალმცირობა განპირობებულია მშრალი ან ყინვიანი ამინდის პერიოდებით, როდესაც მდინარის წყლიანობა ზედაპირული ჩამონადენის ძლიერი შემცირების ან შეწყვეტისას წაშველებულია უმთავრესად გრუნტული კვებით.[1]
წყალმცირობისას მდინარეები როგორც წესი, მხოლოდ მიწისქვეშა წყლით იკვებებიან, რომელიც ჰიდროგრაფიული ქსელითაა დრენირებული. იწყება როგორც წესი, ზაფხულში. გრძელდება კლიმატური პირობების შესაბამისად, რამდენიმე დღიდან რამდენიმე კვირამდე. უპირისპირდება მდინარის წყლის რეჟიმის სხვა ფაზას — წყალმოვარდნას.[2]
ზომიერ და მაღალ განედებში განასხვავებენ ზაფხულისა და ზამთრის წყალმცირობას. ჭარბ და საკმაოდ ტენიან ზონებში მდინარეებს ჩვეულებრივ, აქვთ მდგრადი გრუნტული კვება, რომელიც განაპირობებს საკმაოდ მაღალ ჩამონადენს ზაფხულის წყალმცირობისას, ზამთრის პერიოდში ამ ზონის მცირე მდინარეები შეიძლება ფსკერამდეც გაიყინოს.[1]
არასაკმარისი ტენიანობის ზონაში, პირიქით, მდინარეებს ზაფხულის წყალმცირობისას ჩვეულებრივ, გააჩნიათ ნაკლები ჩამონადენი, ვიდრე ზამთარში; ამ ზონის მცირე მდინარეები ზაფხულის წყალმცირობისას შეიძლება დაშრეს.[1]
წყალმცირობა ითვლება ხანგრძლივად, თუ მისი დგომის პერიოდი 30 დღეს აღემატება. წინააღმდეგ შემთხვევაში იგი ხანმოკლეა.[1]
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.