ხობი

ქალაქი საქართველოში, ხობის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრი From Wikipedia, the free encyclopedia

ხობი

ხობი — ქალაქი საქართველოში, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის ხობის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრი. მდებარეობს კოლხეთის დაბლობზე, მდინარე ხობისწყლის ნაპირას, ზღვის დონიდან 25 მ სიმაღლეზე. ქალაქად გამოცხადდა 1981 წელს. ხობში არის სამრეწველო საწარმოები, ჯანდაცვის, განათლებისა და კულტურის დაწესებულებები. ხობში არის ფოთისა და ხობის ეპარქიის რეზიდენცია, ქალაქიდან 2 კმ-ში დგას XIII საუკუნის დასასრულის ხობის ტაძარი.

სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ხობი (მრავალმნიშვნელოვანი).
სწრაფი ფაქტები ქალაქი, ქვეყანა ...
ქალაქი
ხობი

ქალაქ ხობის ცენტრალური მოედანი
ჯაბა ლაბაძის ფოტო
ქვეყანა  საქართველო
მხარე სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარე
მუნიციპალიტეტი ხობის მუნიციპალიტეტი
კოორდინატები 42°19′00″ ჩ. გ. 41°54′00″ ა. გ.
ამჟამინდელი სტატუსი 1981
ცენტრის სიმაღლე 25
ოფიციალური ენა ქართული ენა
მოსახლეობა 4242[1] კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 99,5 %
რუსები 0,3 %
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995 414[2]
საფოსტო ინდექსი 5800[3]
ოფიციალური საიტი khobi.ge
ხობი — საქართველო
ხობი — სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარე
დახურვა

ხობში არის რკინიგზის სადგური თბილისი-ზუგდიდის ხაზზე. ქალაქზე გადის საერთაშორისო მნიშვნელობის გზა ს-1 თბილისი-ლესელიძე და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზა ხობი-საბაჟო.

დემოგრაფია

2014 წლის აღწერის მონაცემებით ქალაქში ცხოვრობს 4242 ადამიანი.

მეტი ინფორმაცია აღწერის წელი, მოსახლეობა ...
აღწერის წელიმოსახლეობაკაციქალი
1908[4]740
1989[5] 6577----
2002[5] 5604----
2014[1] 424219532289
დახურვა

გალერეა

სქოლიო

Loading related searches...

Wikiwand - on

Seamless Wikipedia browsing. On steroids.