სოფელი საქართველოში, სამტრედიის მუნიციპალიტეტში. From Wikipedia, the free encyclopedia
საჯავახო — სოფელი სამტრედიის მუნიციპალიტეტში, თემის ცენტრი (სოფლები: საჯავახო, ნიგორზღვა, ჭოგნარი). მდებარეობს მდინარე რიონის მარცხენა ნაპირზე. სოფელში არის სილის კარიერი. გადის საქართველოს საავტომობილო მაგისტრალი ს12. მოქმედებს საბავშვო ბაღი. სოფლის მიდამოებში შემორჩენილია განვითარებული შუა საუკუნეების ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი: ღვთისმშობლის შობის ეკლესია.
სოფელი | |
---|---|
საჯავახო | |
ქვეყანა | საქართველო |
მხარე | იმერეთის მხარე |
მუნიციპალიტეტი | სამტრედიის მუნიციპალიტეტი |
თემი | საჯავახო |
კოორდინატები | 42°06′15″ ჩ. გ. 42°18′00″ ა. გ. |
ადრეული სახელები | ორპირი, ბარსაჯავახო |
ცენტრის სიმაღლე | 25 მ |
ოფიციალური ენა | ქართული ენა |
მოსახლეობა | 658[1] კაცი (2014) |
ეროვნული შემადგენლობა | ქართველები 99,7 % |
სასაათო სარტყელი | UTC+4 |
სატელეფონო კოდი | +995 |
სოფლის ადრინდელი სახელწოდებაა ორპირი. ასევე მოიხსენიებოდა ბარსაჯავახოს ან ბარის სახელით. სახელწოდება საჯავახო სოფელს შემორჩა საჯავახოს მხარიდან გამომდინარე, რომელშიც შედიოდა ეს სოფელი.
1897 წელს სოფელ ჩოხატაურთან დაკავშირებული იყო რეგულარული სატრანსპორტო (ეტლებით) მიმოსვლით.[2]
1924 წლის 30 აგვისტოდან 2 სექტემბრამდე საჯავახოში მიმდინარეობდა ბრძოლა ანტისაბჭოთა აჯანყების მონაწილეებს და ხელისუფლების ძალებს შორის. ოზურგეთის მაზრის სოფელ ხიდისთავის რაზმი 3 დღის განმავლობაში უწევდა წინააღმდეგობას ხელისუფლების ძალებს.[3]
2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 658 ადამიანი.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.