სოფელი საქართველოში, ვანის მუნიციპალიტეტში. From Wikipedia, the free encyclopedia
სულორი (ყოფ. დვალიშვილების თემი) — სოფელი საქართველოში, იმერეთის მხარის ვანის მუნიციპალიტეტში. თემის ცენტრი. მდებარეობს მდინარე სულორის (რიონის მარცხენა შენაკადი) ნაპირებზე. ზღვის დონიდან 250 მეტრი. ვანიდან 11 კილომეტრი.
სოფელი | |
---|---|
სულორი | |
![]() სოფლის ხედი | |
ქვეყანა | საქართველო |
მხარე | იმერეთის მხარე |
მუნიციპალიტეტი | ვანის მუნიციპალიტეტი |
თემი | სულორი |
კოორდინატები | 42°01′28″ ჩ. გ. 42°34′16″ ა. გ. |
ადრეული სახელები | დვალიშვილები |
ცენტრის სიმაღლე | 250 მ |
ოფიციალური ენა | ქართული ენა |
მოსახლეობა | 702[1] კაცი (2014) |
ეროვნული შემადგენლობა | ქართველები 100 % |
სასაათო სარტყელი | UTC+4 |
სატელეფონო კოდი | +995 |
2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 702 ადამიანი.
სოფელი ისტორიულად შედიოდა დვალიშვილების თემში. სოფელში დგას ისტორიული კოშკი — გორმაღალის ციხე.
სულორი ადგილობრივი მნიშვნელობის კლიმატურ-ბალნეოლოგიური კურორტია. უშუალოდ კურორტის დაქვემდებარებაშია 3 ჰექტარი ტერიტორიაა. ჰავა ნოტიო სუბტროპიკულია. იცის რბილი უთოვლო ზამთარი (იანვრის საშუალო ტემპერატურა 5 °C) და ცხელი ზაფხული (აგვისტოს საშუალო ტემპერატურა 23 °C). ნალექები 1600 მმ წელიწადში. სამკურნალო ფაქტორია დაბალი მინერალიზაციის სუსტი სულფიდური, სულფატურ-ჰიდროკარბონატული ნატრიუმიანი მინერალური წყალი (ტემპერატურა 35 °C), რომელსაც იყენებენ აბაზანებისათვის საყრდენ-სამოძრაო აპარატის, პერიფერიული ნერვული სისტემის და გინეკოლოგიური დაავადებების სამკურნალოდ. სეზონი ივნისიდან ოქტომბრის ჩათვლით.
კურორტს აქვს საკუთარი პოლიკლინიკა და ბალნეოთერაპიული მკურნალობისათვის განკუთვნილი 32 ინდივიდუალური აბაზანა.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.