From Wikipedia, the free encyclopedia
„კოლხეთი“ — ქართული საფეხბურთო კლუბი ქალაქ ფოთიდან. 1978 წლის საქართველოს სსრ ჩემპიონი და სუპერთასის მფლობელი, საქართველოს 1993–94 და 1996–97 წლების ვიცე-ჩემპიონი. პირველი დამოუკიდებელი ეროვნული ჩემპიონატის მონაწილე.[1] ერთ-ერთი უძველესი საფეხბურთო კლუბი საქართველოში. თამაშობს „ფაზისის“ სტადიონზე.
![]() | ||||
სრული სახელი | საფეხბურთო კლუბი კოლხეთი-1913 ფოთი | |||
---|---|---|---|---|
დაარსდა | 1913 | |||
სტადიონი |
ფაზისი ფოთი, საქართველო (ტევადობა: 7 500) | |||
მწვრთნელი | კახაბერ ჩხეტიანი | |||
კაპიტანი | ლაშა გვალია | |||
ლიგა | ეროვნული ლიგა | |||
საიტი | ოფიციალური საიტი | |||
|
დაარსდა 1913 წელს და 1978 წლამდე „კოლხიდას“ სახელით ასპარეზობდა. 1978 და 1988 წლებში მოიგო საქართველოს სსრ-ის რეგიონული ჩემპიონატი. საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის დაწყებამდე მეტ-ნაკლები წარმატებით ასპარეზობდა იმდროინდელი საკავშირო პირველობის მეორე ლიგაში.
„კოლხეთი-1913-ის“ სახელით მონაწილეობა მიიღო საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის პირველი გათამაშების (1990) გახსნით მატჩში, „თბილისის „იბერიას“ წინააღმდეგ. მატჩი, რომელიც ბორის პაიჭაძის ეროვნულ სტადიონზე გაიმართა, „კოლხეთმა“ 1–0 მოიგო.[2] გუნდმა ამ ისტორიულ მატჩში ასეთი შემადგენლობით ითამაშა: მამუკა გვასალია, აშოტ კურგენიანი, რობერტ ქაჯაია, გია გიორგაძე, გია გიგატაძე, მერაბ შამათავა, ზურაბ თოფურია, დავით მახარაძე, მამუკა ჯუღელი, ნუგზარ თვარაძე, ოდისეი ავრამიდისი. შეცვლაზე შევიდნენ: ოთარ თიბილაშვილი, ზაზა ინიაშვილი, მამუკა ბაჯალაძე.[3][4] პირველი ეროვნული ჩემპიონატი „კოლხეთმა“ მეხუთე ადგილზე დაამთავრა.
პირველი ჩემპიონატიდან მოყოლებული 2006 წლის სეზონის ბოლომდე, „კოლხეთი“ არასდროს აღმოჩენილა აუტსაიდერთა შორის, 17 სეზონის განმავლობაში ორი შემთხვევა იყო, როდესაც გუნდი მეცხრე ადგილზე გავიდა, ერთხელაც გუნდმა მეათე ადგილი დაიკავა, სხვა დანარჩენ შემთხვევაში კი პირველ ხუთეულში იკავებდა ადგილს. საუკეთესო შედეგი საქართველოს უმაღლეს ლიგაში „კოლხეთს“ 1993–94 და 1996–97 წლებში ჰქონდა, როდესაც გუნდმა მეორე ადგილი დაიკავა, სამჯერ კი — მესამე.
პირველ სამეულში „კოლხეთი“ ხუთივეჯერ სოსო ფილიას ხელმძღვანელობით მოხვდა; საერთო ჯამში, ამ სპეციალისტს არა მხოლოდ „კოლხეთის“, არამედ დამოუკიდებელი საქართველოს ჩემპიონატების ისტორიაში უნიკალური შედეგი აქვს: თოთხმეტი სეზონის განმავლობაში ხელმძღვანელობდა თავისი მშობლიური ქალაქის გუნდს. ამ თოთხმეტი სეზონიდან, ათი სრულად ჩაატარა, სამჯერ — სხვა სპეციალისტი შეცვალა მთავარი მწვრთნელის პოსტზე, ერთხელ კი თვითონ მოუხდა წასვლა სეზონის დასაწყისშივე. სხვადასხვა დროს, ფოთის „კოლხეთს“ ხელმძღვანელობდნენ — ჯონი ჯანელიძე, გიგლა იმნაძე, გია ტყებუჩავა, დავით მახარაძე, სერგო გაბელაია.
2006 წლის ზაფხულში, ფოთის „კოლხეთს“ უმაღლეს ლიგაში ასპარეზობაზე უარი ეთქვა, ამასთან ერთად გუნდს არც პირველ ლიგაში თამაშის უფლება მისცეს. გუნდმა ერთი წელი მეორე ლიგაში, შემდეგ ორი სეზონი პირველ ლიგაში ისაპარეზა და ბოლოს უმაღლეს ლიგაში თამაშის უფლებაც მოიპოვა. ეს წარმატება გუნდის წევრებისა და გულშემატკივრების ერთსულოვანი შეფასებით კლუბის იმჟამინდელი პრეზიდენტის — თემურ ბარქაიას სახელს უკავშირდება.
სათამაშო კარიერის დასრულების შემდეგ მშობლიურ გუნდში ამჯერად უკვე მწვრთნელებად დაბრუნდნენ — ზაზა ინიაშვილი, დავით მახარაძე, ნუგზარ თვარაძე, მამუკა გვასალია. კლუბის მწვრთნელებიდან აღსანიშნავია აგრეთვე ბესიკ შეროზიას მუშაობის პერიოდი, რომელიც „კოლხეთის“ სათავეში 2009 წლის მიწურულს მივიდა და სწორედ მისი ხელმძღვანელობით შეძლო ფოთელთა გუნდმა ოთხწლიანი პაუზის შემდეგ უმაღლეს ლიგაში დაბრუნება. შეროზიამ თავის ახალ გუნდში რამდენიმე გამოცდილი ფეხბურთელი მოიყვანა, მათ შორის — ვალტერ გუჩუა, გია თოდუა, დავით ჭითანავა, შალვა ღონღაძე და დავით ქირია.
ამათთან ერთად არანაკლები წვლილი მიუძღვით იმ მოთამაშეებსაც, რომლებიც გუნდში უფრო ადრეც თამაშობდნენ — გიზო შენგელიას, ვლადიმერ ჯოჯუას, ბორის გელაჭეიშვილს, დათა სიჭინავას, მანუჩარ წიქარიშვილს, ლევან თედიაშვილს, დავით ციცხვაიას, გელა ციკოლიას, პაატა ცხვიტარიას, ედუარდ ფარცვანიას, ომარ გოგონაიას, გურამ აბურჯანიას და სხვებს.
ფოთის „კოლხეთი“ არასდროს განიცდიდა კვალიფიციური ფეხბურთელების დეფიციტს და 1990 წლიდან მოყოლებული ამ გუნდში ეროვნული ჩემპიონატის კვალობაზე გამორჩეულ რამდენიმე ათეულ მოთამაშეს უასპარეზია, მათ შორის — მამუკა გვასალიას, დათო მახარაძეს, ნუგზარ მიქაბერიძეს, გიორგი დარასელიას, რობერტ ქაჯაიას, გია გიორგაძეს, ზაველი ღაღანიძეს, ვალერი ტორჩინავას, ბახვა ამბიძეს, გელა ფანჩულიძეს, მიხეილ ქობულაძეს, გოგა გახოკიძეს, აკაკი დევაძეს, ელდარ გვასალიას, დავით კვირკველიას და სხვა ფეხბურთელებს, რომელთა საფეხბურთო კარიერაც უშუალოდ უკავშირდება კლუბის ისტორიას.[5]
2023 წლის ბოლოს ფოთის „კოლხეთი“ ეროვნულ ლიგაში დაბრუნდა. დავით კვირკველიას გუნდმა ეროვნული ლიგა 2-ის ბოლო ტურში უშუალო კონკურენტ „გარეჯთან“ სასურველ შედეგს მიაღწია. ფოთელებს ფრეც აწყობდათ, საგარეჯოელებს მხოლოდ მოგება. მე-19 წუთზე დათა სიჭინავამ საჯარიმო დარტყმით სტუმრები დააწინაურა, რასაც მატჩის მიწურულს გიორგი პაპუაშვილმა უპასუხა და ფრე — 1–1. აღსანიშნავია, რომ „გარეჯს“ ბოლოს მოგებაც შეეძლო, მაგრამ სტუმრები ხარიხამ გადაარჩინა. საბოლოოდ, ფოთის „კოლხეთმა“ 77 ქულით პირველი ადგილი დაიკავა და ეროვნულ ლიგაში 5-წლიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდა.[6]
2024 წლის სეზონში კლუბში მწვრთნელი მეორედ შეიცვალა. ეროვნული საფეხბურთო ლიგის მე-13 ტურში, საკუთარ სტადიონზე „სამგურალთან“ (3–3) ფრედ დასრულებული მატჩის შემდეგ, კლიმენტი წიტაიშვილმა თანამდებობა დატოვა და მის ნაცვლად კახა ჩხეტიანი დაინიშნა. წიტაიშვილი დავით კვირკველიას წასვლის შემდეგ დროებითი მწვრთნელის ფუნქციას ასრულებდა და კლუბს მხოლოდ რამდენიმე მატჩში ხელმძღვანელობდა.[7][8]
სეზონი | ჩემპიონატი | ეტაპი | ქვეყანა | კლუბი | შინ | გასვლითი |
---|---|---|---|---|---|---|
1996 | უეფა-ს ინტერტოტოს თასი | ჯგუფ.ეტაპი | ![]() |
სკ ზემუნი | 2–3 | X |
![]() |
იარო | X | 0–2 | |||
![]() |
გენგამი | 1-3 | X | |||
![]() |
დინამო ბუქარესტი | X | 0-2 | |||
1997-98 | უეფა-ს თასი | პირველი ეტაპი | ![]() |
დინამო მინსკი | 2–1 | 0-1 |
1998-99 | უეფა-ს თასი | ![]() |
ცრვენა ზვეზდა | 0–4 | 0-7 | |
1999 | უეფა-ს ინტერტოტოს თასი | ![]() |
ცემენტარნიცა | 0–4 | 2-4 |
მონაცემები ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დახურვის შემდეგ.[9]
შენიშვნა: დროშა აღნიშნავს ეროვნულ ნაკრებს რომელიც განსაზღვრულია ფიფა-ს წესებით. მოთამაშეები შესაძლოა რამდენიმე ფიფა-ს არაწევრ ქვეყანას/ტერიტორიას მიეკუთვნებოდნენ.
|
|
პოზ. | ფეხბურთელი | ყოფილი კლუბი |
---|---|---|
მეკარე | ![]() | ![]() |
მცველი | ![]() | ![]() |
მცველი | ![]() | ![]() |
ნახევარმცველი | ![]() | ![]() |
ნახევარმცველი | ![]() | ![]() |
ნახევარმცველი | ![]() | ![]() |
თავდამსხმელი | ![]() | ![]() |
თავდამსხმელი | ![]() | ![]() |
* — იჯარით
** — იჯარიდან
პოზ. | ფეხბურთელი | ახალი კლუბი |
---|---|---|
მეკარე | ![]() | ![]() |
მცველი | ![]() | ![]() |
მცველი | ![]() | ![]() |
მცველი | ![]() | ![]() |
ნახევარმცველი | ![]() | ![]() |
ნახევარმცველი | ![]() | ![]() |
ნახევარმცველი | ![]() | ![]() |
თავდამსხმელი | ![]() | ![]() |
თავდამსხმელი | ![]() | ![]() |
თავდამსხმელი | ![]() | ![]() |
* — იჯარით
** — იჯარიდან
თემატური საიტები |
---|
FootballFacts.ru · Soccerway · Transfermarkt |
მედია |
---|
1tv.ge · CrystalSport · Lelo.ge · WorldSport.ge |
Seamless Wikipedia browsing. On steroids.