From Wikipedia, the free encyclopedia
ნიკოლა კოვტალიუკი (დ. 5 იანვარი, 1995, სამბორი, უკრაინა) — უკრაინელი ფეხბურთელი, ფოთის „კოლხეთის“ თავდამსხმელი.
პირადი მონაცემები | |||
---|---|---|---|
სრული სახელი | ნიკოლა კოვტალიუკი | ||
დაბადების თარიღი | 26 აპრილი, 1995 | ||
დაბადების ადგილი | სამბორი, ლვოვის ოლქი, უკრაინა | ||
სიმაღლე | 191 სმ | ||
სათამაშო პოზიცია | თავდამსხმელი | ||
საკლუბო ინფორმაცია | |||
მიმდინარე კლუბი | კოლხეთი-1913 ფოთი | ||
ნომერი | 22 | ||
ახალგაზრდული კარიერა | |||
2008–2011 | კნიაჟა შჩასტლივოე | ||
2011–2012 | კარპატი-2 ლვოვი | ||
პროფესიონალური კარიერა* | |||
წლები | გუნდი | მატჩი | (გოლი) |
2012–2013 | კარპატი ლვოვი | 0 | (0) |
2013–2014 | ილიჩევეცი მარიუპოლი | 0 | (0) |
2014 | პოლტავა | 3 | (1) |
2015 | ზემპლინი მიხაილოვცე | 9 | (2) |
2015–2016 | არსენალი კიევი | 17 | (6) |
2016 | კოლოსი კოვალივკა | 7 | (0) |
2017- | კოლხეთი-1913 ფოთი | 6 | (4) |
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება ბოლოს განახლდა: 8 აპრილი, 2017 |
ახალგაზრდული კარიერა გაატარა შჩასტლივოეს „კნიაჟასა“ და ლვოვის „კარპატის“ ახალგაზრდულ გუნდში. 2013 წელს „კარპატში“ ჩაატარა 26 მატჩი და გაიტანა 3 გოლი. 2013-14 წლების სეზონში იცავდა მარიუპოლის „ილიჩევეცის“ ახალგაზრდული გუნდის ღირსებას.
პროფესიონალური კარიერა დაიწყო 2014 წელს. სეზონის დაწყებისას გადავიდა უკრაინის დონით მეორე ლიგაში მოასპარეზე „პოლტავაში“, სადაც მხოლოდ 3 მატჩი ჩაატარა, სამივეში შეცვლაზე შევიდა. მისი დებიუტი შედგა 2014 წლის 5 ოქტომბერს, კრივოი-როგის „გირნიკის“ წინააღმდეგ, კოვტალიუკი მოედანზე 81-ე წუთზე შევიდა და მე-6 დამატებულ წუთზე შეძლო სადებიუტი გოლის გატანა, „პოლტავამ“ მატჩი 1:2 დათმო.[1] 2014-15 წლების სეზონის მეორე ნახევარი გაატარა მიხაილოვცეს „ზემპლინის“ მეორე გუნდში, რომელიც სლოვაკეთის რანგით მესამე ლიგაში გამოდიოდა. სეზონის დასრულების შემდეგ გუნდი დაიშალა.
2015 წლის ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისას, თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა კიევის „არსენალს“, რომელიც უკრაინის დონით მესამე ლიგაში ასპარეზობდა. მისი დებიუტი შედგა 2015 წლის 8 აგვისტოს, კოვალივკის „კოლოსის“ წინააღმდეგ, კოვტალიუკმა მატჩი შეუცვლელად ჩაატარა. შემდეგ ტურში, ხერსონის „კრისტალის“ წინააღმდეგ გაიტანა სადებიუტო გოლი კიევურ კლუბში. 56-ე წუთზე შევიდა მოედანზე და 87-ე წუთზე შეძლო გამარჯვების გოლის გატანა.[2] ჯამში „არსენალში“ ჩაატარა 17 მატჩი და გაიტანა 6 გოლი. სეზონის დასრულების შემდეგ, 2016 წლის ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისას გადავიდა უკრაინის დონით მეორე ლიგის კლუბ „კოლოსში“, სადაც ნახევარი სეზონი დაჰყო და ჩაატარა 7 უგოლო მატჩი.
2017 წლის ზამთრის სატრანსფერო ფანჯრისას შეუერთდა ფოთის „კოლხეთს“. ეროვნული ლიგის მე-4 ტურის მატჩში, ქობულეთის „შუქურას“ წინააღმდეგ თავი გამოიჩინა 3 გოლით, მატჩი ფოთელთა გამარჯვებით, 2:4 დამთავრდა.[3]
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.