მეშახტე ტყიბული (საფეხბურთო კლუბი)

საფეხბურთო კლუბი From Wikipedia, the free encyclopedia

მეშახტე ტყიბული (საფეხბურთო კლუბი)
Remove ads

მეშახტექართული საფეხბურთო კლუბი ქალაქ ტყიბულიდან. კლუბი არის საქართველოს თასის მფლობელი საბჭოთა კავშირის პერიოდში 1964 და 1976 წელს, ასევე ქვეყნის ჩემპიონი 1980, 1981 წლებში.

სწრაფი ფაქტები სრული სახელი, დაარსდა ...
Remove ads

მეშახტის წარმატება XX საუკუნის 60-80-იან წლებში უკავშირდებოდა იმ დროისთვის საკმაოდ ძლიერ ქალაქს, ტყიბულს. მისი ქვანახშირის შახტებიც სსრკ-ის ცენტრალური ბიუჯეტის დოტაციაზე იყო და სწორედ აქედან ნაწილდებოდა თანხები სპორტის განვითარებაზეც, მათ შორის - ფეხბურთზეც. სსრკ-ის დაშლის შემდეგ, როდესაც ეს დაფინანსება შეწყდა, ქალაქ ტყიბულსაც მძიმე პერიოდი დაუდგა და ფეხბურთისთვისაც აღარავის ეცალა.

მეშახტის წარმატება ასევე უკავშირდება 70-იან წლებში ქალაქის რაიკომის მდივანს კარლო ლომაძეს, რომლის ინიციატივითაც ქალაქში აშენდა იმ პერიოდისათვის საუკეთესო სტანდარტების სტადიონი.

სსრკ-ს დაშლის შემდეგ კლუბი მცირე ხნით გამოდიოდა „ოკრიბის“ სახელით, ამ პერიოდისათვის ქალაქში არსებობდა მეორე საფეხბურთო კლუბი „ცხრაჯვარი“.

1965-1967 წლებში გუნდს ანდრო ჟორდანია წვრთნიდა.

შენიშვნა: დროშა აღნიშნავს ეროვნულ ნაკრებს რომელიც განსაზღვრულია ფიფა-ს წესებით. მოთამაშეები შესაძლოა რამდენიმე ფიფა-ს არაწევრ ქვეყანას/ტერიტორიას მიეკუთვნებოდნენ.

მეტი ინფორმაცია №, პოზიცია ...

სამწვრთნელო შტაბი

მეტი ინფორმაცია შესაძლებლობა, სახელი ...
Remove ads

ტიტულები

Thumb
კლუბის ძველი ლოგო
  • საქართველოს სსრ ჩემპიონატი
    • ჩემპიონი: 1980, 1981
  • საქართველოს სსრ თასი
    • ჩემპიონი: 1964, 1976
  • პირველი ლიგა
    • მეორე ადგილი: 2008
    • მესამე ადგილი: 1991, 1994, 1995

იხილეთ აგრეთვე

რესურსები ინტერნეტში

Loading related searches...

Wikiwand - on

Seamless Wikipedia browsing. On steroids.

Remove ads