From Wikipedia, the free encyclopedia
ახალი კალედონია (ფრანგ. Nouvelle-Calédonie) — საფრანგეთის ზღვისიქითა ტერიტორია, განსაკუთრებული სტატუსის მქონე ზღვისიქითა ადმინისტრაციულ-ტერიტორიული წარმონაქმნი, მდებარეობს წყნარ ოკეანეში, მელანეზიაში. სამხრეთ-დასავლეთიდან ესაზღვრება ავსტრალიის ეკონომიკური ზონა, ჩრდილოეთიდან — ვანუატუ, სამხრეთ-აღმოსავლეთიდან — ფიჯი. დედაქალაქი და უდიდესი ქალაქია — ნუმეა.
ახალი კალედონია | ||||||
---|---|---|---|---|---|---|
ჰიმნი: მარსელიეზა |
||||||
|
||||||
დედაქალაქი (და უდიდესი ქალაქი) | ნუმეა 21°17′ ს. გ. 165°21′ ა. გ. | |||||
ოფიციალური ენა | ფრანგული | |||||
მთავრობა | საფრანგეთის ასოცირებული წევრი | |||||
- | პრეზიდენტი | ემანუელ მაკრონი | ||||
- | მთავრობის წარმომადგენელი | ჰაროლდ მარტინი | ||||
- | უზენაესი კომისარი | ჟან-ჟაკ ბრო | ||||
ფართობი | ||||||
- | სულ | 18 575 კმ2 (154-ე) | ||||
მოსახლეობა | ||||||
- | 2009 შეფასებით | 245 580 (178-ე) | ||||
- | 2014 აღწერა | 268 767[1] | ||||
- | სიმჭიდროვე | 14,47 კაცი/კმ2 | ||||
მშპ (მუპ) | 2006 შეფასებით | |||||
- | სულ | 8.82 მლრდ. $ | ||||
- | ერთ მოსახლეზე | 36 376 $ | ||||
ვალუტა | საფრანგეთის წყნაროკეანური ფრანკი (XPF ) |
|||||
დროის სარტყელი | UTC+11:00 | |||||
Internet TLD | .nc | |||||
სატელეფონო კოდი | 687 |
ახალი კალედონიის უდიდესი კუნძულია გრანდ-ტერი, მისი რელიეფის უდიდესი ნაწილი მთიანია (უმაღლესი მწვერვალია — მთა პანე, 1628 მ). სანაპირო საკმაოდ შეჭრილია და აქვს ზღვის უამრავი უბე, რომელთანაც მიდგომა გართულებულია მარჯნის რიფებით. კუნძული გარშემორტყმულია ყველაზე გრძელი ახალი კალედონიის ბარიერული რიფით. კუნძული ძირითადად აგებულია ოფიოლითური კომპლექსებით. გრანდ-ტერის კუნძულს აღმოსავლეთიდან ესაზღვრება ლუაიოტეს კუნძულები, ჩრდილოეთიდან ბელეპის კუნძულები, ჩრდილო-დასავლეთიდან ჩესტერფილდის კუნძულები, ხოლო სამხრეთიდან კუნძული ილ-დე-პენი.
კლიმატი სასიამოვნოა. საშუალო წლიური ტემპერატურაა — 23-24,5 °C. ამ გარემოებამ ხელი შეუწყო ახალი კალედონიის გადაქცევას ევროპულ გადასახლებების კოლონიად. კუნძულზე საკმაოდ ბევრი მდინარეა, ჭარბობს ნაყოფიერი წითელმიწა ნიადაგი. ტყეები კუნძულის ტერიტორიის 15 %-ს მოიცავს. აქ გავრცელებულია ძვირფასი ხის ჯიშები, მათ შორის: წიწვოვანი ხეები აგათისი, არაუკარია, კაური, ნიაული, ახალკალედონიური ფიჭვი და ა. შ. (ახალი კალედონიის გერბზე გამოსახულია Araucaria columnaris). ახალი კალედონიის ცხოველთა სამყარო ღარიბია, თუმცა არსებობენ ენდემები.
კუნძული 1774 წელს აღმოაჩინა ჯეიმზ კუკმა და უწოდა თავისი სამშობლოს შოტლანდიის ძველი სახელი — კალედონია. ევროპელების აქტიური გადასვლა კუნძულზე დაიწყო 1840-იანი წლებიდან, ესენი იყვნენ სანთლის ხით მოვაჭრეები, რომელთაც შემდეგ მოჰყვნენ ინგლისელი და ფრანგი მისიონერები. 1853 წელს საფრანგეთმა ახალი კალედონია თავის კოლონიად გამოაცხადა. 1864 წლიდან 1896 წლამდე საფრანგეთის ხელისუფლებამ გადმოასახლა ამ კოლონიაში დასჯილი დამნაშავეები. კუნძულზე ფრანგებმა გააშენეს ყავის და ქოქოსის პალმის პლანტაციები, შემდეგ (XIX საუკუნის ბოლოდან) დაიწყო ნიკელის, კობალტის, ქრომის, რკინის, მანგანუმის, ოქროს, ტყვიის და სხვა მინერალური რესურსების მოპოვება. 1946 წელს კუნძულმა მიიღო საფრანგეთის ზღვისგადაღმა სამფლობელოს სტატუსი. 1980-1990-იან წლებში დაიწყო მასიური გამოსვლები. ადგილობრივი აბორიგენი მოსახლეობა (მელანეზიელები) გამოდიოდნენ კუნძულის დამოუკიდებლობის მოთხოვნით.
1988 წლის 26 ივნისს საფრანგეთის პრემიერ-მინისტრ მიშელ როკარსა და სეპარატისტთა ლიდერ ჟან-მარი ტჟიბაუს შორის დაიდო მატინიონის შეთანხმება, რის შედეგადაც გაუქმდა უმაღლესი კომისრის თანამდებობა, რომელიც მანამდე ახორციელებდა ახალი კალედონიის პირდაპირ მართვას. ასევე 10 წლიანი გარდამავალი პერიოდის შემდეგ უნდა ჩატარებულიყო რეფერენდუმი ახალი კალედონიის დამოუკიდებლობის შესახებ.
ჟან-მარი ტჟიბაუ მოკლული იქნა 1989 წლის მაისში. რეფერენდუმის ჩატარების თარიღის მოახლოებასთან ერთად გამოიკვეთა, რომ ახალი კალედონიის მოსახლეობის უმრავლესობა დამოუკიდებლობის რეფერენდუმზე „არას“ დააფიქსირებდა, ამიტომ პარტიამ „კალედონია რესპუბლიკის შემადგენლობაში“ და სეპარატისტებმა გადაწყვიტეს დაედოთ ახალი შეთანხმება. 1998 წლის 5 მაისს ნუმეაში ხელი მოეწერა შეთანხმებას, რომელმაც აღიარა კოლონიზაციის როგორც დადებითი, ისევე უარყოფითი შედეგები, ასევე აღიარებული იქნა „ორი ლეგიტიმური მხარის“ (ერთი მხრივ კანაკების და მეორე მხრივ სხვადასხვა თემების, რომლებმაც მიიღეს მონაწილეობა ახალი კალედონიის თანამედროვე ისტორიაში) არსებობა. ეს შეთანხმება ითვალისწინებს ახალი კალედონიისთვის უფრო მაღალი ხარისხის ავტონომიის მინიჭებას და კანაკელთა კულტურის დაცვას, სახელმწიფო სიმბოლიკებში კანაკური მოტივების გამოყენების ჩართვას.
1998 წელს გაიმართა რეფერენდუმი დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით (შედეგი — უარყოფითი), შემდეგი რეფერენდუმი ამ საკითხზე უნდა გაიმართოს 2014 და 2018 წლებს შორის. ახალ კალედონიაზე საფრანგეთის ხელისუფლებას წარმოადგენს უმაღლესი კომისარი, რომელსაც ნიშნავს საფრანგეთის პრეზიდენტი. აღმასრულებელ ხელისუფლებას ასრულებს ადგილობრივი მთავრობა 11 წევრის შემადგენლობით, რომელიც ინიშნება ტერიტორიის კონგრესის დეპუტატებისგან (ადგილობრივი პარლამენტი). კონგრესი შედგება 54 დეპუტატისაგან, რომლებსაც ირჩევენ ხუთ წელიწადში ერთხელ. ახალი კალედონიის მოსახლეობა ასევე ირჩევს საფრანგეთის პარლამენტის ორ დეპუტატს და საფრანგეთის ორ სენატორს.
ახალი კალედონიის პარლამენტში 2009 წლის მაისის არჩევნების შემდეგ ასეთი სიტუაციაა:
სულ ახალი კალედონიის პარლამენტი — 31 დეპუტატი დამოუკიდებლობის მოწინააღმდეგე, 23 დეპუტატი დამოუკიდებლობის მომხრე.
ახალი კალედონია შედგება სამი პროვინციისაგან:
პროვინციები თავის მხრივ იყოფიან კომუნებად:
№ | კომუნები | ფართობი, კმ² | მოსახლეობა, ად. (2009) | სიმჭიდროვე, ად./კმ² |
---|---|---|---|---|
სამხრეთი პროვინცია | ||||
1 | ტიო | 997,6 | 2629 | 2,6 |
2 | იატე | 1338,4 | 1881 | 1,4 |
3 | ილ-დე-პენი | 152,3 | 1969 | 12,9 |
4 | ლე-მონ-დორი | 643,0 | 25 683 | 39,9 |
5 | ნუმეა | 45,7 | 97 579 | 2135,2 |
6 | დუმბეა | 254,6 | 24 103 | 94,7 |
7 | პაიიტა | 699,7 | 16 358 | 23,4 |
8 | ბულუპარი | 865,6 | 2418 | 2,8 |
9 | ლა-ფოა | 464,0 | 3323 | 7,2 |
10 | სარამეა | 106,4 | 636 | 6,0 |
11 | ფარინო | 48,0 | 598 | 12,5 |
12 | მუანდუ | 321,9 | 704 | 2,2 |
13 | ბურაილი | 797,6 | 4999 | 6,3 |
14 | პუაა (ჩრდილოეთი ნაწილი) | 277,2 | 127 | 0,5 |
ჩრდილოეთი პროვინცია | ||||
14 | პუაა (სამხრეთი ნაწილი) | 568,6 | 2521 | 4,4 |
15 | პუემბუ | 674,3 | 2078 | 3,1 |
16 | კონე | 373,6 | 5199 | 13,9 |
17 | ვო | 804,9 | 2408 | 3,0 |
18 | კაალა-გომენი | 718,2 | 1931 | 2,7 |
19 | კუმაკი | 550,0 | 3690 | 6,7 |
20 | პუმი | 469,4 | 1388 | 3,0 |
21 | ილ-ბელეპი | 69,5 | 895 | 12,9 |
22 | უეგოა | 656,8 | 2132 | 3,2 |
23 | პუებო | 202,8 | 2416 | 11,9 |
24 | იენჟენი | 1068,8 | 2399 | 2,2 |
25 | ტუო | 283,0 | 2247 | 7,9 |
26 | პუანდიმიე | 673,1 | 4818 | 7,2 |
27 | პონერიუენი | 707,3 | 2384 | 3,4 |
28 | უაილუ | 940,6 | 3945 | 4,2 |
29 | კუაუა | 383,0 | 1345 | 3,5 |
30 | კანალა | 438,7 | 3341 | 7,6 |
ლუაიოტე | ||||
31 | უვეა | 132,1 | 3392 | 25,7 |
32 | ლიფუ | 1207,1 | 8627 | 7,1 |
33 | მარე | 641,7 | 5417 | 8,4 |
სულ | 18 575,5 | 245 580 | 13,2 |
ახალი კალედონიის ეკონომიკას ძირითადად წარმოადგენს ნიკელის მოპოვება. მნიშვნელოვანი შემოსავალი მოაქვს ტურიზმს და ფინანსურ სუბსიდიებს საფრანგეთიდან.
სოფლის მეურნეობის სფეროში მოჰყავთ ყავა, ქოქოსის პალმა, კარტოფილი, მზესუმზირა, ხორბალი, სიმინდი, იამსი, ტარო, ბატატი, მანიჰოტი. მოშენებულია მსხვილი რქოსანი პირუტყვი, ასევე ღორები, თხები, ცხვრები და ცხენები.
მელანეზიის სხვა ქვეყნებისგან განსხვავებით, ახალ კალედონიაში ევროპულმა კულტურამ მთლიანად გადაფარა აბორიგენთა კულტურა. განსაკუთრებით ძლიერ ეს იგრძნობა დედაქალაქ ნუმეაში, რომელიც მთლიანად წარმოადგენს ტიპურ ევროპულ ქალაქს. აბორიგენებით დასახლებული სოფლები საკმაოდ ევროპიზირებულია, თუმცა ინარჩუნებენ ზოგიერთ ტრადიციულ იერს. ტრადიციული ახალკალედონიური საცხოვრებელი სახლები — მრგვალი ან მართკუთხედი ფორმისაა, რომელიც გადახურულია პალმის ფურცლებით — დღეისათვის გვხვდება მხოლოდ პატარა, ნუმეასგან საკმაოდ დაშორებულ სოფლებში. აქა-იქ მრგვალი ადგილობრივი ტიპის საცხოვრებელ სახლებს მაღალი კონიკური სახურავით თავიანთვის აგებენ ტრადიციული ბელადები. აბორიგენებს თითქმის არაფერი არ შემორჩათ უწინდელი ხელსაქმეობიდან, ტანსაცმლიდან. მელანო-ახალკალედონიელები დღეისათვის იცმევენ ევროპულ ტანსაცმელს. აბორიგენებმა ცოტათი უფრო შეინარჩუნეს საკვების დამზადების ტრადიციული ჩვევები, მაგრამ აქაც უფრო მეტად იგრძნობა ევროპული გავლენა.
დღესასწაულები, რომლებიც მიღებულია ახალ კალედონიაში:
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.