From Wikipedia, the free encyclopedia
არარელიგიურობა, რომელიც შეიძლება მოიცავდეს ათეიზმს, აგნოსტიციზმს, იგნოსტიციზმს, ანტირელიგიურობას, რელიგიურ სკეპტიციზმს, თავისუფალ აზროვნებას, ანტითეიზმს, აპათეიზმს, ურწმუნოებას, სეკულარულ ჰუმანიზმსა და დეიზმს, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში განსხვავებული დოზით გვხვდება.
მსოფლიო მოსახლეობის დაახლოებით 16 % (1,1 მილიარდი ადამიანი) არარელიგიურად ითვლება.[2][3]
გელაპის გამოკითხვა არარელიგიურობას ფართო მნიშვნელობით იყენებს: ისმება კითხვა „არის თუ არა რელიგია თქვენი ყოველდღიური ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილი?“; პასუხი „არა“ არარელიგიურობას აღნიშნავს. დენცუს კომუნიკაციის ინსტიტუტი კი ასეთებად მხოლოდ იმათ თვლის, ვინც ამბობს, რომ რელიგია არ გააჩნია. ფილ ცუკერმანი არარელიგიურ ჯგუფში ათეისტებსა და აგნოსტიკოსებს აერთიანებს. ქვემოთ მოცემული რიცხვები სხვადასხვა წლის მონაცემებია და შესაძლოა არ წარმოადგენდეს ზუსტ ინფორმაციას იმ ქვეყნების შემთხვევაში, რომელთა მთავრობები მოითხოვენ ან დევნიან რელიგიას ან სეკულარიზმს.
ქვეყნები არარელიგიური ადამიანების (მათ შორის აგნოსტიკოსები და ათეისტები) ყველაზე დიდი რიცხვით ცუკერმანის 2004 წლის კვლევის მიხედვით:[7]
ქვეყანა | ადამიანები რელიგიის გარეშე |
---|---|
ჩინეთი | 103,907,840 - 181,838,720 |
იაპონია | 81,493,120 - 82,766,450 |
ვიეტნამი | 66,978,900 |
რუსეთი | 34,507,680 - 69,015,360 |
გერმანია | 33,794,250 - 40,388,250 |
საფრანგეთი | 25,982,320 - 32,628,960 |
გაერთიანებული სამეფო | 18,684,010 - 26,519,240 |
სამხრეთ კორეა | 14,579,400 - 25,270,960 |
უკრაინა | 9,546,400 |
აშშ | 8,790,840 - 26,822,520 |
ჰოლანდია | 6,364,020 - 7,179,920 |
კანადა | 6,176,520 - 9,752,400 |
ესპანეთი | 6,042,150 - 9,667,440 |
ტაივანი | 5,460,000 |
ჰონგ-კონგი | 5,240,000 |
ჩეხეთის რესპუბლიკა | 5,328,940 - 6,250,121 |
ავსტრალია | 4,779,120 - 4,978,250 |
ბელგია | 4,346,160 - 4,449,640 |
შვედეთი | 4,133,560 - 7,638,100 |
იტალია | 3,483,420 - 8,708,550 |
ჩრდილოეთი კორეა | 3,404,700 |
უნგრეთი | 3,210,240 - 4,614,720 |
ბულგარეთი | 2,556,120 - 3,007,200 |
დანია | 2,327,590 - 4,330,400 |
ბელარუსი | 1,752,870 |
საბერძნეთი | 1,703,680 |
ყაზახეთი | 1,665,840 - 1,817,280 |
არგენტინა | 1,565,800 - 3,131,600 |
ავსტრია | 1,471,500 - 2,125,500 |
ფინეთი | 1,460,200 - 3,129,000 |
ნორვეგია | 1,418,250 - 3,294,000 |
შვეიცარია | 1,266,670 - 2,011,770 |
ისრაელი | 929,850 - 2,293,630 |
ახალი ზელანდია | 798,800 - 878,680 |
კუბა | 791,630 |
სლოვენია | 703,850 - 764,180 |
ესტონეთი | 657,580 |
დომინიკელთა რესპუბლიკა | 618,380 |
სინგაპური | 566,020 |
სლოვაკეთი | 542,400 - 1,518,720 |
ლიტვა | 469,040 |
ლატვია | 461,200 - 668,740 |
პორტუგალია | 420,960 - 947,160 |
სომხეთი | 418,740 |
ურუგვაი | 407,880 |
ყირგიზეთი | 355,670 |
ხორვატია | 314,790 |
ალბანეთი | 283,600 |
მონღოლეთი | 247,590 |
ესტონეთი | 147,620 |
ისლანდია | 47,040 - 67,620 |
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.