აბდულმეჯიდ I
From Wikipedia, the free encyclopedia
აბდულმეჯიდ I (ოსმ. عبد المجيد اول [Abd ül-Mecîd-i evvel], თურქ. Birinci Abdülmecit; დ. 23 აპრილი 1823 — გ. 25 ივნისი 1861) — ოსმალეთის იმპერიის 31-ე სულთანი, ქვეყანას მართავდა 1839-1861 წლებში. მაჰმუდ II-ის უფროსი შვილი.
აბდულმეჯიდ I | |
---|---|
ოსმალეთის 31-ე სულთანი | |
მმართ. დასაწყისი: | 2 ივლისი, 1839 |
მმართ. დასასრული: | 25 ივნისი, 1861 |
წინამორბედი: | მაჰმუდ II |
მემკვიდრე: | აბდულაზიზი |
სხვა წოდებები: | ისლამის ხალიფა |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | 23 აპრილი 1823 |
დაბ. ადგილი: | სტამბოლი ოსმალეთის იმპერია |
გარდ. თარიღი: | 25 ივნისი 1861 |
გარდ. ადგილი: | სტამბოლი ოსმალეთის იმპერია |
მეუღლე: |
შევქეფზა სულთანი გიულჯემალ კადინ ეფენდი თირიმიუჟგან სულთანი |
შვილები: |
მურად V აბდულჰამიდ II მეჰმედ V მეჰმედ VI |
დინასტია: | ოსმანების დინასტია |
მამა: | მაჰმუდ II |
დედა: | ბეზმიალემ სულთანი |
რელიგია: | ისლამი |
ხელმოწერა: | |
ევროპული სახელმწიფოების დახმარებით დაიმორჩილა ეგვიპტის ხედივი მუჰამედ ალი ფაშა. ქვეყანაში გზა გაუხსნა დასავლურ კულტურას, გააგრძელა მამამისის წამოწყებული რეფორმები (ტანზიმატი). მის დროს არამუსულმანებს მიეცათ ჯარში მსახურობის ნებართვა, შეიქმნა ოსმალეთის იმპერიის დროშა და ჰიმნი, კანონმდებლობა დაარეგულირეს ფრანგული ნაპოლეონის კოდექსის მიხედვით, მოხდა ტექნოლოგიების გაუმჯობესება (შეიქმნა რკინიგზა და ფოსტა).
რეშიდ მეჰმედ-ფაშას რჩევით მან გამოსცა ცნობილი ჰატ-ი-შერიფი, რომლის მიხედვითაც თანაბრად დაიცვა ოსმალეთში მცხოვრები უმცირესობების უფლებები, ხელუხლებელი იყო მათი სიცოცხლე და ქონება.
აბდულმეჯიდის ბრძანებით სტამბოლში ააშენეს ბაროკოს სტილის დოლმაბაჰჩე, რამაც ოსმალთა სულთნების რეზიდენციად ჩაანაცვლა თოფქაფის სასახლე.
1840-იან წლებში სულთანი პურით და ფულით დაეხმარა ირლანდიელებს დიდი შიმშილობის დროს.
სულთანი აბდულმეჯიდი გარდაიცვალა ტუბერკულოზით, 1861 წლის 25 ივლისს. დარჩა 8 გოგო და 6 ბიჭი, ტახტზე ავიდა მისი ძმა აბდულაზიზი, მისი მომდევნო ოთხი სულთანი მურად V, აბდულჰამიდ II, მეჰმედ V და მეჰმედ VI იყვნენ აბდულმეჯიდის შვილები სხვადასხვა ცოლისაგან.