![cover image](https://wikiwandv2-19431.kxcdn.com/_next/image?url=https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/f/f3/Sarayi_Album_10a.jpg/640px-Sarayi_Album_10a.jpg&w=640&q=50)
სულთანი
From Wikipedia, the free encyclopedia
სულთანი (არაბ. سلطان — ძალაუფლება: ხელმწიფე, მბრძანებელი) — ხელმწიფის ტიტული ზოგიერთ მაჰმადიანურ ქვეყანაში. თურქეთში შემორჩა 1922 წლამდე. მაროკოში — 1957 წლამდე. სულთანი იყო ეგვიპტის მმართველი XIII—XVI საუკუნეებში და 1914—1922 წლებში. სულთანის ტიტულს ატარებენ მსხვილი ფეოდალები დასავლეთ აფრიკის მუსულმანულ ქვეყნებში. ომანის მმართველი, ზოგი ტომის ბელადი სამხრეთ არაბეთში.
![Thumb image](http://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/f/f3/Sarayi_Album_10a.jpg/640px-Sarayi_Album_10a.jpg)
თავდაპირველად ეს სიტყვა არაბულში აბსტრაქტული ზედსართავი იყო და ნიშნავდა „ძალას“, „ავტორიტეტს“ ან „მმართველობას“, წარმოებული არაბული სიტყვიდან سلطة - სულთაჰ. მოგვიანებით ის ზოგიერთი მაჰმადიანი მმართველის წოდება გახდა, რომელსაც აბსოლუტური ძალაუფლება ეპყრა ხელთ.