![cover image](https://wikiwandv2-19431.kxcdn.com/_next/image?url=https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/c/c7/Coat_of_arms_of_the_Ottoman_Empire_%25281882%25E2%2580%25931922%2529.svg/langka-640px-Coat_of_arms_of_the_Ottoman_Empire_%25281882%25E2%2580%25931922%2529.svg.png&w=640&q=50)
ოსმანები
From Wikipedia, the free encyclopedia
ოსმანები, ო ს მ ა ლ ე ბ ი — ოსმალეთის სულთნების დინასტია. დააარსა ოსმან I გაზიმ. ცნობილი წარმომადგენლები იყვნენ: ბაიაზიდ I ილდირიმი, მეჰმედ II ფათიჰი, სელიმ იავუზი, სულეიმან I კანუნი, სელიმ III, მაჰმუდ II, აბდულჰამიდ II. უკანასკნელი ოსმანი სულთანი მეჰმედ VI ვაჰიდედინი (1918-1922 წწ.) ოსმალეთიდან გაიქცა სასულთნოს გაუქმების შემდეგ (1922 წ. 1 ნოემბერი). თურქეთის დიდმა ეროვნულმა კრებამ ხალიფად აირჩია ოსმანთა დინასტიის პრინცი - აბდულმეჯიდი. სახალიფოს გაუქმების შემდეგ (1924 წლის 3 მარტი) ოსმანების დინასტიის ყველა წევრი ქვეყნიდან განდევნეს.
![Thumb image](http://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/c/c7/Coat_of_arms_of_the_Ottoman_Empire_%281882%E2%80%931922%29.svg/640px-Coat_of_arms_of_the_Ottoman_Empire_%281882%E2%80%931922%29.svg.png)