ოსმალური ენა
თურქული ენის ფორმა, რომელსაც ადმინისტრაციული და ლიტერატურული მიზნებისთვის გამოიყენებდნენ ოს / From Wikipedia, the free encyclopedia
ოსმალური ენა, იგივე ოსმალური თურქული (Osmanlıca, ან Osmanlı Türkçesi, თვითდასახელება: لسان عثمانى / lisân-i Osmânî) — თურქული ენის ერთ-ერთი ფორმა, რომელსაც ადმინისტრაციული და ლიტერატურული მიზნებისთვის გამოიყენებდნენ ოსმალეთის იმპერიაში.
სწრაფი ფაქტები
ოსმალური ენა لسان عثمانى / lisân-i Osmânî | |
გავრცელებულია | ოსმალეთის იმპერია |
ოფიციალური სტატუსი | მკვდარი ენა |
ლინგვისტური კლასიფიკაცია | თურქული ენები |
დამწერლობის სისტემა | არაბული დამწერლობა |
ენის კოდები | ISO 639-2: ota |
დახურვა
ეს ენა შეიცავს ნასესხობათა დიდ რაოდენობას სპარსულიდან, რომელმაც თავის მხრივ ბევრად უფრო ადრე ძალიან ბევრი არაბული ელემენტი შეითვისა. ამგვარი გაუცხოების შედეგად კი ოსმალური გახდა სამწიგნობრობო ენა, რომელიც მოსახლეობის ფართო ფენებში, იქ, სადაც განათლების დონე არ იყო მაღალი, არავის ესმოდა. საბოლოოდ კი ოსმალურ ენაზე დიდი გავლენა მაინც ჩვეულებრივმა სასაუბრო თურქულმა მოახდინა, რამაც კიდევ უფრო მეტად შეცვალა ეს ენა.