თურქული ენები
From Wikipedia, the free encyclopedia
თურქული ენები — ენათა ჯგუფი, რომელიც ფართოდაა გავრცელებული ევრაზიაში და თავისი 40 ერთმანეთთან საკმაოდ ახლო მონათესავე ენით მოითვლის 150 მლნ. მოლაპარაკეს. გარდა ამისა, 180 მილიონამდე ადამიანი მეორე ენად მიიჩნევს თურქული ოჯახის ენას.
თურქულ ენათა წარმოშობა და დღევანდელი გავრცელების სივრცე არის საუკუნეთა განმავლობაში ხალხთა მრავალჯერადი გადაადგილების შედეგი.
სავარაუდოდ, თურქულ ენათა ჯგუფი, თავის მხრივ, ალთაურ ენებს უნდა მიეკუთვნებოდეს. ამ ჰიპოთეზას თურქული და ალთაური ენების (ამ ჯგუფში ძირითადად მონღოლური და ტუნგუსური ენები შედიან) ურთიერთნათესაობის შესახებ დღეს უკვე აღარ იზიარებს ბევრი ენათმეცნიერი, თუმცა ის საბოლოოდ მაინც არ უარუყვიათ ერთხმად.