ალთაური ენები
From Wikipedia, the free encyclopedia
ალთაური ენები — კონტრავერსიული, შემოთავაზებული ენათა ოჯახი, რომელშიც აერთიანებენ თურქულ, მონღოლურ და ტუნგუსურ-მანჯურიულ ენებს. მასში დაახლოებით 60 ენა შედის. გავრცელებულია აზიაში და აღმოსავლეთ ევროპაში, ბალკანეთიდან მაგადანის ოლქამდე და ტაიმირიდან ფარსამდე (ირანი) აგრეთვე რიუკიუს კუნძულებზე (იაპონია). ალთაური ოჯახი ამ მომენტისთვის არ არის აკადემიურად დამოწმებული. ალთაურ ენებზე მოსაუბრე ხალხთა საერთო რაოდენობა არის 380 მილიონ ადამიანზე მეტი. (2004 წლის მონაცემებით).