ჯოსის პლატო
From Wikipedia, the free encyclopedia
ჯოსის პლატო (ინგლ. Jos Plateau, ადრინდელი დასახელება ბაუჩი) — პლატო ნიგერიაში. მდებარეობს ჩრდილო-გვინეის ზეგნის აღმოსავლეთ ნაწილში, მდინარე ნიგერის და მის შენაკად ბენუეს შორის. პლატო წარმოადგენს მდინარე ნიგერის და ჩადის ტბის აუზის ბევრი მდინარის სათავეს. პლატო მდებარეობს ნიგერიის პლატოს შტატში, რომლის ადმინისტრაციული ცენტრია ქალაქი ჯოსი. მისი საერთო ფართობია დაახლოებით 3,5 ათ. კმ². საშუალო სიგრძე შეადგენს დაახლოებით 180 კმ-ს, ხოლო სიგანე დაახლოებით 300—320 კმ-ს. პლატოს ნეოკულტურულ რაიონებს უკავია მაღალბალახოვანი სავანები, მდინარის ხეობებში იშვიათად გვხვდება თითქმის მთლიანად გაჩეხილი გალერეული ტყეები.