From Wikipedia, the free encyclopedia
ჰარმატანი (ესპ. Harmattan) — მშრალი და მტვრიანი დასავლეთაფრიკული პასატები. ის ქრის საჰარიდან გვინეის ყურის მიმართულებით ნოემბრის ბოლოდან მარტის დასაწყისამდე პერიოდში. ჰაერის ტემპერატურა ამ დროს შეიძლება დაეცეს 3 °C-მდე.[1]
რადგანაც ქარი გაივლის უდაბნოზე, ის თან ხვეტავს მტვრის ბევრ ნაწილაკს ზომით 0,5-დან 10 მიკრომეტრამდე. ამიტომ მას მოაქვს მტვრის და ქვიშის დიდი რაოდენობა ატლანტის ოკეანის აკვატორიაში. ყველაზე უფრო ძლიერი ჰარმატანის პერიოდებში ამ მტვერის ნაწილი ჩრდილოეთ ამერიკასაც კი აღწევს. დასავლეთ აფრიკის ზოგიერთ ქვეყნებში ჰარმატანის მიერ გამოწვეული ჭვარტლი ხშირად მნიშვნელოვნად აფერხებს მხედველობას და ნისლის მსგავსად შეუძლია რამდენიმე დღით შეზღუდოს მზის სხივები.[2] ამასთანავე ჰარმატანის ურთიერთქმედებას მუსონებთან შეიძლება გამოიწვიოს ტორნადოები.[1]
ჰარმატანის დროს ტენიანობა ეცემა 15 %-დე, რასაც შეუძლია გამოიწვიოს ცხვირიდან სისხლდენა.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.