წალენჯიხის მუნიციპალიტეტი — მუნიციპალიტეტი საქართველოში, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში. ადმინისტრაციული ცენტრია ქალაქი წალენჯიხა.

სწრაფი ფაქტები ადმინისტრაციული ერთეული, ქვეყანა ...
ადმინისტრაციული ერთეული
წალენჯიხის მუნიციპალიტეტი
Thumb
დროშა გერბი
Thumb Thumb

ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარე
ადმ. ცენტრი წალენჯიხა
კოორდინატები 42°36′42″ ჩ. გ. 42°04′14″ ა. გ.
მერი გია ხარჩილავა     
ფართობი 646.7 კმ²
ოფიციალური ენა ქართული ენა
მოსახლეობა 26 158 კაცი (2014)
სიმჭიდროვე 40,4 კაცი/კმ²
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 99,56 %
რუსები 0,27 %
უკრაინელები 0,08 %[1]
სარწმუნოებრივი შემადგენლობა მართლმადიდებლები 98,37 %[2]
სასაათო სარტყელი UTC+04:00
ოფიციალური საიტი https://tsalenjikha.gov.ge/
Thumb
წალენჯიხის მუნიციპალიტეტი
Thumb
წალენჯიხის მუნიციპალიტეტი
დახურვა

გეოგრაფია

წალენჯიხის მუნიციპალიტეტი მდებარეობს მდინარე ენგურისა და ჭანისწყლის ხეობებში, ტერიტორია შეადგენს 646,7 კმ²-ს. ჩრდილოეთიდან ესაზღვრება მესტიის, სამხრეთ-დასავლეთით ზუგდიდის, სამხრეთ-აღმოსავლეთითა და აღმოსავლეთით ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტები, ხოლო დასავლეთით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა. მუნიციპალიტეტის ტერიტორია მოქცეულია ზღვისპირა ნოტიო სუბტროპიკულ ოლქში.

წიაღისეული

  • დოლემიტის საბადო;
  • მინერალური წყალი სქური.

ისტორია

ახლანდელი წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ტერიტორია 1930 წლამდე შედიოდა ზუგდიდის მაზრაში. 1930 წელს გამოიყო ცალკე რაიონად. 1963-1964 წლებში შედიოდა ზუგდიდის რაიონში. საბჭოთა პერიოდში წალენჯიხის რაიონში განვითარებული იყო მეჩაიეობა, მეცხოველეობა და მეაბრეშუმეობა. მოქმედებდა 19 კოლმეურნეობა და 1 საბჭოთა მეურნეობა. განვითარებული იყო კვების და ხე-ტყის მრეწველობა. გამოდიოდა გაზეთი „კომუნიზმის დროშით“.

2014 წელს განიხილებოდა წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გაყოფა წალენჯიხის და ჯვარის მუნიციპალიტეტებად. ჯვარის მუნიციპალიტეტში უნდა შესულიყო ქალაქი ჯვარი და სოფლები ლია, ფახულანი, ჭალე, მუჟავა, ეწერი და ჩქვალერი, ხოლო ცენტრი ყოფილიყო ქალაქი ჯვარი. აღნიშნული გადაწყვეტილება არ იქნა მიღებული.[3][4]

2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნებში გია ხარჩილავა გახდა ოპოზიციის ერთადერთი წარმომადგენელი, რომელმაც არჩევნებში გაიმარჯვა და წალენჯიხის მერი გახდა.[5]

პოლიტიკა

საკრებულო

მეტი ინფორმაცია პარტია, ამჟამინდელი საკრებულო ...
პარტია 2017[6] 2021[7] ამჟამინდელი საკრებულო
  ქართული ოცნება 24 11                    
  ნაციონალური მოძრაობა 3 11                      
  საქართველოსთვის 3      
  ლელო 1  
  დამოუკიდებელი 1[georgian 1]  
  ევროპული საქართველო 2
  პატრიოტთა ალიანსი 1
სულ 30 27  
დახურვა

მოსახლეობა

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საერთო მოსახლეობა შეადგენს 26 158 ადამიანს (2014 წლის აღწერით). ამათგან, ქართველი — 99,56 %, სხვა — 0,44 %. მუნიციპალიტეტში შედის 14 ადმინისტრაციული ერთეული, მათ შორის 2 ქალაქი: წალენჯიხა და ჯვარი. სოფლის მოსახლეობა შეადგენს მუნიციპალიტეტის მოსახლეობის 80 %-ზე მეტს. განსახლების ძირითადი ზონა ვრცელდება ზღვის დონიდან 200-400 მეტრის ფარგლებში.

მეტი ინფორმაცია აღწერის წელი, მოსახლეობა ...
აღწერის წელიმოსახლეობაკაციქალი
195929 019
197037 813
197939 477
198938 643
200240 133
201426 158
2021[9]23 300
დახურვა

ეკონომიკა

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, ქალაქ ჯვართან მოქმედებს საქართველოში უდიდესი სიმძლავრის ჰიდროელექტროსადგური ენგურჰესი. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გადის ზუგდიდი-მესტიისა და ზუგდიდი-წალენჯიხა-ჩხოროწყუს საავტომობილო გზები. ადგილობრივი მნიშვნელობის გზების სიგრძეა 204 კმ.

ღირსშესანიშნაობები

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარეობს ეროვნული მნიშვნელობის კულტურის სამი ძეგლი: წალენჯიხის საკათედრო ტაძარი, სქურის ეკლესია და ენგურის თაღოვანი კაშხალი. მნიშვნელოვანი ისტორიული ძეგლია ასევე ობუჯის მონასტრის ნანგრევები.

  • წალენჯიხის მაცხოვრის ფერიცვალების ტაძარი
  • გამაჯისციხის ნანგრევები
  • ციხე „კაცხარა“
  • სამიქაოს გამოქვაბული
  • საეპისკოპოსო ეკლესია
  • ჯაღირის ციხე
  • „წმინდა ბარბარეს“ ეკლესია
  • ულურიის ციხე
  • „მამუკიას კოშკი“
  • „დილაქირსეს“ ციხე-სიმაგრე
  • სქურის ციხის ნანგრევები
  • ლესალეს ციხის ნანგრევები
  • ჯგალის კონუსისებრის კოშკი
  • ჯგალის წმინდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესია
  • ქ. ჯვარის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ეკლესია
  • ობუჯის, ჯგალის (ლეხარჩილეს), საჩინოს მშენებარე ეკლესიები.
  • ციხე-კოშკი „ომუნე“
Thumb
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გეოგრაფიული რუკა
  • ციხე-კოშკი მუმანა
  • ლექარდეს ციხე-კოშკი
  • ლეშამგეს ეკლესია
  • სათოფურიანი ციხის ნანგრევები
  • მაღალგორის ციხე
  • „დობერას“ ციხე
  • „ნაოხვამუ“ საეკლესიო კათედრა
  • ჯიხა „თავდაცვითი ხასიათის“
  • ჯვარის ეკლესია
  • ქუაქანცალია
  • წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია (ნანგრევები) XI ს.
  • „ნოჯიხევი“ ციხის ნანგრევები
  • „ჯიხა“ ციხის ნანგრევები (ჩქვალერი)
  • „ჯიხა“ ციხის ნანგრევები (საჩინო)
  • წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია (მუჟავა)
  • „ნოჯიხური“ XI–XV ს.

მუზეუმები

გალერეა

ლიტერატურა

რესურსები ინტერნეტში

შენიშვნები

  1. ნანა ლემონჯავა - გამოეყო პარტიას „საქართველოსთვის“.[8]

სქოლიო

Wikiwand in your browser!

Seamless Wikipedia browsing. On steroids.

Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.

Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.