მუნიციპალიტეტი საქართველოში From Wikipedia, the free encyclopedia
წალენჯიხის მუნიციპალიტეტი — მუნიციპალიტეტი საქართველოში, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში. ადმინისტრაციული ცენტრია ქალაქი წალენჯიხა.
ადმინისტრაციული ერთეული | |||||
---|---|---|---|---|---|
წალენჯიხის მუნიციპალიტეტი | |||||
| |||||
ქვეყანა | საქართველო | ||||
მხარე | სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარე | ||||
ადმ. ცენტრი | წალენჯიხა | ||||
კოორდინატები | 42°36′42″ ჩ. გ. 42°04′14″ ა. გ. | ||||
მერი | გია ხარჩილავა | ||||
ფართობი | 646.7 კმ² | ||||
ოფიციალური ენა | ქართული ენა | ||||
მოსახლეობა | 26 158 კაცი (2014) | ||||
სიმჭიდროვე | 40,4 კაცი/კმ² | ||||
ეროვნული შემადგენლობა |
ქართველები 99,56 % რუსები 0,27 % უკრაინელები 0,08 %[1] | ||||
სარწმუნოებრივი შემადგენლობა | მართლმადიდებლები 98,37 %[2] | ||||
სასაათო სარტყელი | UTC+04:00 | ||||
ოფიციალური საიტი | https://tsalenjikha.gov.ge/ | ||||
| |||||
წალენჯიხის მუნიციპალიტეტი მდებარეობს მდინარე ენგურისა და ჭანისწყლის ხეობებში, ტერიტორია შეადგენს 646,7 კმ²-ს. ჩრდილოეთიდან ესაზღვრება მესტიის, სამხრეთ-დასავლეთით ზუგდიდის, სამხრეთ-აღმოსავლეთითა და აღმოსავლეთით ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტები, ხოლო დასავლეთით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა. მუნიციპალიტეტის ტერიტორია მოქცეულია ზღვისპირა ნოტიო სუბტროპიკულ ოლქში.
ახლანდელი წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ტერიტორია 1930 წლამდე შედიოდა ზუგდიდის მაზრაში. 1930 წელს გამოიყო ცალკე რაიონად. 1963-1964 წლებში შედიოდა ზუგდიდის რაიონში. საბჭოთა პერიოდში წალენჯიხის რაიონში განვითარებული იყო მეჩაიეობა, მეცხოველეობა და მეაბრეშუმეობა. მოქმედებდა 19 კოლმეურნეობა და 1 საბჭოთა მეურნეობა. განვითარებული იყო კვების და ხე-ტყის მრეწველობა. გამოდიოდა გაზეთი „კომუნიზმის დროშით“.
2014 წელს განიხილებოდა წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გაყოფა წალენჯიხის და ჯვარის მუნიციპალიტეტებად. ჯვარის მუნიციპალიტეტში უნდა შესულიყო ქალაქი ჯვარი და სოფლები ლია, ფახულანი, ჭალე, მუჟავა, ეწერი და ჩქვალერი, ხოლო ცენტრი ყოფილიყო ქალაქი ჯვარი. აღნიშნული გადაწყვეტილება არ იქნა მიღებული.[3][4]
2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნებში გია ხარჩილავა გახდა ოპოზიციის ერთადერთი წარმომადგენელი, რომელმაც არჩევნებში გაიმარჯვა და წალენჯიხის მერი გახდა.[5]
პარტია | 2017[6] | 2021[7] | ამჟამინდელი საკრებულო | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
ქართული ოცნება | 24 | 11 | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
ნაციონალური მოძრაობა | 3 | 11 | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
საქართველოსთვის | 3 | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
ლელო | 1 | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
დამოუკიდებელი | 1[georgian 1] | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
ევროპული საქართველო | 2 | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
პატრიოტთა ალიანსი | 1 | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
სულ | 30 | 27 |
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საერთო მოსახლეობა შეადგენს 26 158 ადამიანს (2014 წლის აღწერით). ამათგან, ქართველი — 99,56 %, სხვა — 0,44 %. მუნიციპალიტეტში შედის 14 ადმინისტრაციული ერთეული, მათ შორის 2 ქალაქი: წალენჯიხა და ჯვარი. სოფლის მოსახლეობა შეადგენს მუნიციპალიტეტის მოსახლეობის 80 %-ზე მეტს. განსახლების ძირითადი ზონა ვრცელდება ზღვის დონიდან 200-400 მეტრის ფარგლებში.
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, ქალაქ ჯვართან მოქმედებს საქართველოში უდიდესი სიმძლავრის ჰიდროელექტროსადგური ენგურჰესი. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გადის ზუგდიდი-მესტიისა და ზუგდიდი-წალენჯიხა-ჩხოროწყუს საავტომობილო გზები. ადგილობრივი მნიშვნელობის გზების სიგრძეა 204 კმ.
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარეობს ეროვნული მნიშვნელობის კულტურის სამი ძეგლი: წალენჯიხის საკათედრო ტაძარი, სქურის ეკლესია და ენგურის თაღოვანი კაშხალი. მნიშვნელოვანი ისტორიული ძეგლია ასევე ობუჯის მონასტრის ნანგრევები.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.