ჩრდილოეთი მაკედონია
ქვეყანა სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპაში / From Wikipedia, the free encyclopedia
ჩრდილოეთი მაკედონია (მაკედ. Северна Македонија), ოფიციალურად ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკა (მაკედ. Република Северна Македонија) — ზღვაზე გასასვლელის არმქონე სახელმწიფო ბალკანეთის ნახევარკუნძულის ცენტრალურ ნაწილში, სამხრეთ ევროპაში. არის იუგოსლავიის ერთ-ერთი მემკვიდრე ქვეყანა. დამოუკიდებლობა გამოაცხადა 1991 წელს. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წევრი 1993 წელს გახდა, თუმცა საბერძნეთთან უთანხმოების გამო, 1991-2019 წლებში მისი ოფიციალური სახელი ყოფილი იუგოსლავიის რესპუბლიკა მაკედონია (მაკედ. поранешна Југословенска Република Македонија) იყო.[6][7][8] ასევე მოიხსენიებდნენ აბრევიატურით: FYROM.
ტერმინს „მაკედონია“ აქვს სხვა მნიშვნელობებიც, იხილეთ მაკედონია (მრავალმნიშვნელოვანი). |
ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკა Република Северна Македонија ჩრდილოეთი მაკედონია |
||||||
---|---|---|---|---|---|---|
|
||||||
დევიზი: Слобода или смрт | ||||||
ჰიმნი: Денес Над Македонија |
||||||
|
||||||
დედაქალაქი (და უდიდესი ქალაქი) | სკოპიე 42°00′ ჩ. გ. 21°26′ ა. გ. | |||||
ოფიციალური ენა | მაკედონური[1][2] | |||||
მთავრობა | საპარლამენტო რესპუბლიკა | |||||
- | პრეზიდენტი | სტევო პენდაროვსკი | ||||
- | პრ.-მინისტრი | ზორან ზაევი | ||||
- | პარლამენტის სპიკერი | ტალატ ჯაფერი | ||||
ფართობი | ||||||
- | სულ | 25 713 კმ2 (148-ე) | ||||
- | წყალი (%) | 1.9 | ||||
მოსახლეობა | ||||||
- | 2011[3] შეფასებით | 2 058 539 (146-ე) | ||||
- | 2002 აღწერა | 2 022 547 | ||||
- | სიმჭიდროვე | 80,1 ად კაცი/კმ2 (122-ე) | ||||
მშპ (მუპ) | 2012 შეფასებით | |||||
- | სულ | $22.147 მილიარდი[4] | ||||
- | ერთ მოსახლეზე | $10 718[4] | ||||
აგი (2011) | 0.728[5] (მაღალი) (78-ე) | |||||
ვალუტა | მაკედონური დენარი (MKD ) |
|||||
დროის სარტყელი | UTC+01:00 | |||||
- | ზაფხულის (DST) | UTC+02:00 (UTC) | ||||
ქვეყნის კოდი | MKD | |||||
Internet TLD | .mk | |||||
სატელეფონო კოდი | 389 |
ჩრდილოეთ მაკედონიას არ აქვს ზღვაზე გასასვლელი და ესაზღვრება შემდეგი ქვეყნები: ჩრდილო-დასავლეთიდან სერბეთი (კოსოვო), აღმოსავლეთიდან ბულგარეთი, სამხრეთიდან საბერძნეთი და დასავლეთიდან ალბანეთი.[9] ის მოიცავს ისტორიული მაკედონიის რეგიონის დიდ ნაწილს, რომლის დანარჩენი ნაწილები შედის საბერძნეთის და ბულგარეთის შემადგენლობაში. მოსახლეობა შეადგენს დაახლოებით 2.06 მილიონ კაცს. ჩრდილოეთ მაკედონიის დედაქალაქია სკოპიე, რომლის მოსახლეობაც 2002 წლის აღწერის მიხედვით შეადგენდა 506,926 კაცს. სხვა დიდი ქალაქებია: ბიტოლა, კუმანოვო, პრილეპი, ტეტოვო, ოჰრიდი, ველესი, შტიპი, კოჩანი, გოსტივარი, კავადარცი და სტრუმიცა. ჩრდილოეთ მაკედონიაში არის დაახლოებით 50 ტბა და 2000 მეტრზე მაღალი 16 მთა. მოსახლეობის უდიდესი ნაწილი ეთნიკურად მაკედონელები არიან. ეთნიკურ უმცირესობებს შორის რაოდენობით ლიდერობს ალბანელები (25%-ით); შემდეგ მოდიან: თურქები, ბოშები, სერბები, ბოსნიელები და არომანები.
მმართველობის მხრივ არის უნიტარული საპარლამენტო კონსტიტუციური რესპუბლიკა; არის გაერთიანებული ერების ორგანიზაციის, ევროპის საბჭოს, მსოფლიო ბანკის, ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის, მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის წევრი, ნატოს წევრი 2020 წლიდან და 2005 წლიდან ევროპის კავშირის წევრობის კანდიდატი. აგრეთვე არის განვითარებული ქვეყანა, რომელიც ადამიანთან განვითარების ინდექსით 82-ე ადგილზეა.