საპარლამენტო რესპუბლიკა
From Wikipedia, the free encyclopedia
საპარლამენტოა რესპუბლიკა — პოლიტიკურ წყობა სადაც სახელმწიფოს მეთაურს არ გააჩნია ისეთი ფართო უფლებები, როგორც საპრეზიდენტო რესპუბლიკაში, რადგანაც ამ უფლებების უდიდესი ნაწილი მინიჭებული აქვს მთავრობის მეთაურს (რომელსაც ჩვეულებრივ, პრემიერ-მინისტრს უწოდებენ). პრემიერ-მინისტრი, ჩვეულებრივ, უდიდესი საპარლამენტო პარტიისა თუ პარტიების კოალიციის მეთაურია და აღმასრულებელი ხელისუფლების ყველაზე მაღალი რანგის მინისტრი. ასეთ რესპუბლიკებში პრეზიდენტი უმრავლეს შემთხვევაში მხოლოდ სიმბოლური წარმომადგენლობითი ფუნქციების მატარებელია (მაგალითად გერმანია, იტალია, ისრაელი). ზოგიერთ შემთხვევაში პრეზიდენტს შეიძლება კანონით მინიჭებული ჰქონდეს მთავრობის ყოველდღიური საქმიანობის სამართავად საჭირო, აღმასრულებელი უფლებები, მაგრამ დაუწერელი შეთანხმებით, ის ამ უფლებებს არ იყენებს.