![cover image](https://wikiwandv2-19431.kxcdn.com/_next/image?url=https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/8/88/World_Time_Zones_Map.png/640px-World_Time_Zones_Map.png&w=640&q=50)
მსოფლიო კოორდინირებული დრო
From Wikipedia, the free encyclopedia
მსოფლიო კოორდინირებული დრო (ინგლ. Universal Coordinated Time — UTC, უნივერსალური კოორდინირებული დრო) — მაღალი სიზუსტის ატომური დროის სტანდარტი, სამოქალაქო დროის საფუძველი. ატომური დროისგან განსხვავდება წამის მთელი ოდენობით, ხოლო UT1-სგან წილადი ოდენობით.
ივლისი 15, 2024 06:39:58 (UTC) – განახლება |
![](http://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/8/88/World_Time_Zones_Map.png/640px-World_Time_Zones_Map.png)
UTC შემოღებულ იქნა მოძველებული გრინვიჩის შუალედური დროის (GMT) ნაცვლად. დროის ახალი საზომი UTC შემოღებულ იქნა, GMT საზომის არათანაბარობის გამო, რაც გამოწვეული იყო დედამიწის დღე-ღამური ბრუნვით. UTC საზომი დაფუძნებულია ატომური დროის თანაბარ საზომზე (TAI) და უფრო მოსახერხებელია სამოქალაქო მოხმარებისთვის.
იმის გამო, რომ UTC-სა და UT1-ს შორის სხვაობა არ აღემატება 0,9 წმ-ს, შესაძლებელი უფრო ფართო გაგების ტერმინის ხმარება - მსოფლიო დრო (UT), თუ რა თქმა უნდა მაღალი სიზუსტის საჭიროება არ არსებობს. თანამედრო ყოფაში, როდესაც წამის წილადი ოდენობა უმნიშვნელოა, გრინვიჩის შუალედური დრო (GMT) შეიძლება განვიხილოთ UTC-ის ან UT1-ის ექვივალენტად. სხვა შემთხვევაში, როდესაც UTC-სა და UT1-ს შორის სხვაობა არსებითია, გრინვიჩის შუალედური დროის (GMT) გამოყენებას ერიდებიან. აღსანიშნავია, რომ UTC დრო არ იცვლება ზამთარ-ზაფხულობით.