From Wikipedia, the free encyclopedia
ჩრდილოეთ მაკედონიის გეოგრაფია — ჩრდილოეთი მაკედონია მდებარეობს ბალკანეთის ნახევარკუნძულზე, ევროპის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში.
ჩრდილოეთ მაკედონიის ტოპოგრაფიული რუკა | |
კონტინენტი | ევროპა |
---|---|
რეგიონი | ბალკანეთი |
კოორდინატები | 41°50′განედი. 22°00′გრძედი. |
ადგილი მსოფლიოში | 148-ე |
ფართობი | 25 713 კმ² |
ხმელეთი | 96,67 % |
წყალი | 3,33 % |
საზღვის სიგრძე | 766 კმ |
საზღვრები |
ბულგარეთი, საბერძნეთი, ალბანეთი, სერბეთი, კოსოვო |
უმაღლესი წერტილი | კორაბი, 2 764 მ |
უდაბლესი წერტილი | ვარდარი, 50 მ |
ყველაზე დიდი მდინარე | ვარდარი (388 კმ) |
ყველაზე დიდი ტბა | ოჰრიდი 348 კმ² |
გეოგრაფიული ოლქი მაკედონია დღეს გაყოფილია სამ სახელმწიფოს შორის. მისი სამხრეთი ნაწილი ეგეოსის მაკედონია შედის საბერძნეთის შემადგენლობაში. აღმოსავლეთი ნაწილი - პირინის მაკედონია ბულგარეთის შემადგენლობაშია. დანარჩენი ნაწილი კი მაკედონიას მიეკუთვნება. ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკა ისტორიული მაკედონიის მხოლოდ 35,8 % მოიცავს (52,4 % მდებარეობს თანამედროვე საბერძნეთის შემადგენლობაში). საერთო ფართობი — 25 713 კმ²;
საზღვრის საერთო სიგრძეა — 766 კმ, ალბანეთთან — 151 კმ, ბულგარეთთან — 148 კმ, საბერძნეთთან — 246 კმ, სერბეთთან — 62 კმ, კოსოვოსთან — 159 კმ.
რესპუბლიკის ტერიტორიის დიდ ნაწილზე მდებარეობს საშუალო სიმაღლის ქედები: სკოპსკა-ცრნა-გორა, პინდი, შარ-პლანინა. ქვეყნის უმაღლესი მწვერვალია მთა კორაბი (2764 მ.). მთიან მასივებს ერთმანეთისაგან გამოყოფს ვარდარისა და სტრუმიცის ხეობები. ქვეყნის სამხრეთ-დასავლეთით მდებარეობს მნიშვნელოვანი ტბები ოჰრიდი და პრესპა, ხოლო სამხრეთ აღმოსავლეთით დოირანის ტბა. რეგიონი სეისმურად აქტიურია, უკანასკნელი ძლიერი მიწისძვრა მოხდა 1963 წელს სკოპიეში.
ჩრდილოეთ მაკედონიის ეროვნული პარკების სისტემა შედგება სამი პარკისაგან: გალიჩიცა, მავროვო და პელისტერი. გარდა ამისა, 1958 წლიდან ეროვნული პარკის სტატუსი აქვს იასენის ნაკრძალს[1].
ქვეყნის დედაქალაქი და უმსხვილესი ქალაქია სკოპიე - მოსახლეობა 506 926 კაცი (2008). დიდი ქალაქებია — ბიტოლა, კუმანოვო, პრილეპი და ტეტოვო.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.