From Wikipedia, the free encyclopedia
უზბეკეთი (უზბეკ. Oʻzbekiston), ოფიციალურად უზბეკეთის რესპუბლიკა (უზბეკ. Oʻzbekiston Respublikasi) — ზღვაზე გასასვლელის არმქონე სახელმწიფო ცენტრალურ აზიაში. მას ასევე ესაზღვრება ხუთი ქვეყანა, რომლებსაც თვითონაც არ გააჩნიათ ზღვაზე გასასვლელი: ჩრდილოეთით ყაზახეთი, სამხრეთ-აღმოსავლეთით ტაჯიკეთი, ჩრდილო-აღმოსავლეთით ყირგიზეთი, სამხრეთით ავღანეთი და სამხრეთ-დასავლეთით თურქმენეთი. იგი არის უნიტარული, კონსტიტუციური და საპრეზიდენტო რესპუბლიკა, რომელიც მოიცავს თორმეტ რეგიონს, ერთ ავტონომიურ რესპუბლიკას და დედაქალაქს.
უზბეკეთის რესპუბლიკა O‘zbekiston Respublikasi უზბეკეთი |
||||||
---|---|---|---|---|---|---|
|
||||||
ჰიმნი: უზბეკეთის ჰიმნი |
||||||
|
||||||
დედაქალაქი (და უდიდესი ქალაქი) | ტაშკენტი 41°16′ ჩ. გ. 69°13′ ა. გ. | |||||
ოფიციალური ენა | უზბეკური | |||||
მთავრობა | რესპუბლიკა | |||||
- | პრეზიდენტი | შავკათ მირზიიოევი | ||||
- | პრ.-მინისტრი | აბდულა არხიპოვი | ||||
ფართობი | ||||||
- | სულ | 447 400 კმ2 (56-ე) | ||||
- | წყალი (%) | 4.9 | ||||
მოსახლეობა | ||||||
- | 2016 შეფასებით | 31 576 400[1][2] (42-ე) | ||||
- | სიმჭიდროვე | 70,3 კაცი/კმ2 (136-ე) | ||||
მშპ (მუპ) | 2015 შეფასებით | |||||
- | სულ | $183.933 მილიარდი[3] (62-ე) | ||||
- | ერთ მოსახლეზე | $5939 (125-ე) | ||||
აგი (2007) | 0.702 (საშუალო) (113-ე) | |||||
ვალუტა | სომი (UZS ) |
|||||
დროის სარტყელი | UTC+05:00 | |||||
ქვეყნის კოდი | UZB | |||||
Internet TLD | .uz | |||||
სატელეფონო კოდი | 998 |
ერთ დროს თურქთა სახაკანოს და მოგვიანებით თემურიდების რეგიონის ნაწილი, რომელიც დღეს მოიცავს უზბეკეთის რესპუბლიკას, ადრეულ XVI საუკუნეში დაიპყრეს აღმოსავლეთ თურქულენოვანმა მომთაბარე ტომებმა. XIX საუკუნეში უზბეკეთის შევიდა რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში და მოგვიანებით, 1924 წელს, გახდა სსრკ-ს ნაწილი, როგორც უზბეკეთის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა (უზბეკეთის სსრ). 1991 წლის 31 აგვისტოს გახდა უზბეკეთის რესპუბლიკა (ოფიციალურად აღინიშნება მომდევნო დღე) და საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, უზბეკეთმა ჯერ 29 დეკემბერს ჩაატარა რეფერენდუმი, ხოლო შემდეგ გამოაცხადა დამოუკიდებლობა.
უზბეკეთი ოფიციალურად დემოკრატიული,[4] სეკულარული, უნიტარული, კონსტიტუციური რესპუბლიკაა მრავალფეროვანი კულტურული მემკვიდრეობით. ქვეყნის ოფიციალური ენა არის უზბეკური, თურქული ენა, რომელიც იყენებს ლათინურ ანბანს და რომელზეც საუბრობს მოსახლეობის დაახლოებით 85 %, თუმცა, რუსული რჩება ფართოდ გამოყენებაში. უზბეკეთის მოსახლეობის 81 % წარმოადგენენ უზბეკები, მათ მოჰყვება რუსები (5,4 %), ტაჯიკები (4,0 %), ყაზახები (3,0 %) და სხვა (6,5 %). უზბეკების უმრავლესობა მუსლიმია.[5] უზბეკეთი დსთ-ს, ეუთო-ს, გაეროს და შთო-ს წევრია. მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალურად უზბეკეთი დემოკრატიული რესპუბლიკაა, ადამიანის უფლებათა დამცველი არასამთავრობო ორგანიზაციები განსაზღვრავენ უზბეკეთს, როგორც „ავტორიტარული სახელმწიფო შეზღუდული სამოქალაქო უფლებებით“.[6]
უზბეკეთის ეკონომიკა ძირითადად ეყრდნობა სასაქონლო პროდუქციის წარმოებაზე, მათ შორის ბამბის, ოქროს, ურანის და ბუნებრივი აირის. მიუხედავად დეკლარირებული მიზნისა, რომელიც ითვალისწინებს გარდამავალი ეკონომიკიდან საბაზრო ეკონომიკაზე გადასვლას, უზბეკეთის მთავრობა განაგრძობს ეკონომიკურ კონტროლს, რომელიც აფერხებს იმპორტს შიდა იმპორტის სასარგებლოდ.
1991 წელს გამოცხადდა უზბეკეთის დამოუკიდებლობა. იგი არის დსთ-ს, სუუამის და სხვა რეგიონული და საფინანსო ორგანიზაციების წევრი.
უზბეკეთის ფართობი შეადგენს 447 400 კვადრატულ კილომეტრს. ტერიტორიის სიდიდით, მსოფლიოს 56-ე უდიდესი ქვეყანაა, ხოლო მოსახლეობის მიხედვით მსოფლიოს 42-ე ქვეყანაა.[7] ასევე, დსთ-ს წევრ ქვეყნებს შორის ტერიტორიით მე-4 უდიდესი და მოსახლეობით მე-2 უმსხვილესი ქვეყანაა.[8]
უზბეკეთი მდებარეობს ჩრდილოეთი განედის 37° და 46° და დასავლეთი გრძედის 56° და 74° პარალელზე. იგი გადაჭიმულია 1425 კმ დასავლეთიდან აღმოსავლეთისკენ და 930 კმ ჩრდილოეთიდან სამხრეთით. ჩრდილოეთით და ჩრდილო-დასავლეთით ესაზღვრება ყაზახეთსა და არალის ზღვას, სამხრეთ-დასავლეთით თურქმენეთს, სამხრეთ-აღმოსავლეთით ტაჯიკეთს და ჩრდილო-აღმოსავლეთით ყირგიზეთს, აგრეთვე, უზბეკეთი ცენტრალური აზიის ერთ-ერთი უდიდესი ქვეყანაა და ცენტრალური აზიის ერთადერთი სახელმწიფოა, რომელიც ესაზღვრება ყველა სხვა ოთხ ქვეყანას. უზბეკეთს, ასევე მოკლე საზღვარი აქვს (არანაკლებ 150 კმ) ავღანეთთან სამხრეთში.
უზბეკეთი ჩაკეტილი ქვეყანაა, რომელსაც არ გააჩნია ზღვაზე წვდომა. ასევე, უზბეკეთი ერთ-ერთი იმ ორი ქვეყნიდანაა, რომელიც ორმაგად ჩაკეტილია ანუ ქვეყანაა, რომელიც გარშემორტყმულია ჩაკეტილი ქვეყნებით, სხვა ასეთია ლიხტენშტაინი. გარდა ამისა, მისი ადგილმდებარეობის გამო რიგი აუზი გაუდინარი არეა, ქვეყნის არცერთ მდინარეს არ აქვს ზღვაზე გასვლის საშუალება. ქვეყნის ტერიტორიის არანაკლებ 10 % ინტენსიურად დამუშავებული სარწყავი მიწაა, რომელიც მდებარეობს მდინარის ხეობებსა და ოაზისებში. დანარჩენი ტერიტორია უზარმაზარ უდაბნოსა (ყიზილყუმი) და მთებს უჭირავთ.
უზბეკეთის უმაღლესი წერტილია ჰასრეთ სულთანი, სიმაღლე შეადგენს 4643 მეტრს ზღვის დონიდან, მდებარეობს ჰისარის ქედის სამხრეთ ნაწილში სურხანდარიის ოლქში, ტაჯიკეთის საზღვართან, დუშანბეს დასავლეთით (ძველად „კომუნისტური პარტიის 22-ე კონგრესის პიკი“).[8]
უზბეკეთის რესპუბლიკის კლიმატი კონტინენტურია, წლიური მცირე ნალექით (100-200 მმ.). ზაფხულის საშუალო მაღალი ტემპერატურა არის 40 °C (104 °F), ხოლო ზამთრის საშუალო დაბალი ტემპერატურაა დაახლოებით -23 °C (-9 °F).[9]
ქვეყნის ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულებია: 12 რეგიონი (viloyat), 1 რესპუბლიკა (respublika – ყარაყალპაკეთის რესპუბლიკა) და 1 ქალაქი (shahar – ტაშკენტი).
უზბეკეთი მდიდარია მინერალური რესურსებით - ბუნებრივი აირი, ნავთობი, ქვანახშირი, ოქრო, ურანი, ვერცხლი, სპილენძი, ტყვია, თუთია, ვოლფრამი და მოლიბდენი. იგი ამჟამად სიდიდით ბამბის მე-3 ექსპორტიორია მსოფლიოში. მის საექსპორტო კალათაში მნიშვნელოვანია ბუნებრივი აირი, ოქრო, ქიმიკატები, ასევე კვების პროდუქტები, ლითონები, საფეიქრო ნაწარმი. ეროვნული ვალუტა - სუმი (UZS);
უზბეკეთი ვიქსიკონში | |
უზბეკეთი ვიკისაწყობში |
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.