From Wikipedia, the free encyclopedia
საბჭოთა კავშირის დაშლა — XX საუკუნის 80-იან და 90-იან წლებში საბჭოთა კავშირის საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაში მომხდარმა პროცესებმა გამოიწვია 1991 წლის 26 დეკემბერს საბჭოთა კავშირის დაშლა და მის ნაცვლად 15 დამოუკიდებელი და 4 თვითგამოცხადებული ან ნაწილობრივ აღიარებული სახელმწიფოს ჩამოყალიბება.
საბჭოთა კავშირს ფართო ტერიტორია და მრავალეროვანი სტრუქტურა მემკვიდრეობით რუსეთის იმპერიისგან დარჩა. პოლონეთმა და ფინეთმა დამოუკიდებლობა მიიღეს. 1918-1921 წლებში დამოუკიდებლობა გამოაცხადეს ბალტიისპირეთის ქვეყნებმაც, რომლებიც 1939-1946 წლებში ანექსიის გზით შეიერთა საბჭოთა კავშირმა.
მეორე მსოფლიო ომის შემდეგ საბჭოთა კავშირი ფლობდა უზარმაზარ ტერიტორიას ევროპასა და აზიაში. მას ჰქონდა გასასვლელი ზღვებსა და ოკეანეებში, უამრავი ბუნებრივი რესურსი, სოციალისტური ტიპის ეკონომიკა, განვითარებული სამხედრო მრეწველობით. ამ ყველაფრის გარდა „სოციალიტური ქვეყნების ბანაკის“ მმართველობა საბჭოთა კავშირის კონტროლის ქვეშ იყო.
XX საუკუნის 70-80-იან წლებში კონფლიქტებს (აურზაური 1972 წელს კაუნასში, დეკემბრის მოვლენები ყაზახეთში 1986 წ.) ჰქონდა მცირე გამოხმაურება, საბჭოთა იდეოლოგია ხაზს უსვმადა, რომ სსრკ დობილი ერების მეგობრული ქვეყანაა.
საბჭოთა კავშირის მთავარი პირები იყვნენ სხვადასხვა ეთნოსების წარმომადგენლები (ქართველი: ი. სტალინი, უკრაინელები: ნ. ხრუშჩოვი, ლ. ბრეჟნევი, კ. ჩერნენკო). უმრავლესობას წარმოადგენდნენ რუსები, რომლებიც ცხოვრობდნენ არა მარტო რსფსრ-ში, არამედ ყველა დანარჩენ რესპუბლიკაშიც.
საბჭოთა კავშირის ყველა რესპუბლიკას (რსფსრ-ის გარდა) ჰქონდა თავისი ჰიმნი და პარტიული მართველობა. მართვა იყო ცენტრალიზებული — ქვეყანას წინ სკკპ-ს ცენტრალური ორგანოები უძღოდნენ, რომლებიც მართვის მთელ იერარქიას აკონტროლებდნენ. საბჭოთა რესპუბლიკების მმართველებს ცენტრალური ორგანოები ამტკიცებდნენ. ეს სიტუაცია განსხვავდებოდა იმ იდეალიზირებული ვარიანტისაგან, რაც აღწერილი იყო საბჭოთა კავშირის კონსტიტუციაში. ზოგ საბჭოთა რესპუბლიკას (უკრაინის სსრ-ს და ბელორუსიის სსრ-ს) იალტის კონფერენციის თანახმად ჰყავდა თავისი მუდმივი წარმომადგენელი გაეროში.
თუ 1952-82 წლები (ხრუშჩოვის დათბობა და ბრეჟნევის „უძრაობის“) წლები საბჭოთა კავშირის აღორძინების წლებად ითვლება, ბრეჟნევის გარდაცვალების შემდეგ საბჭოთა კავშირის დაცემა დაიწყო.
1985 წლიდან მიხეილ გორბაჩოვმა და მისმა მომხრეებმა დაიწყეს გარდაქმნის პოლიტიკა, უცბად გაიზარდა მოსახლეობის პოლიტიკური აქტიურობა, ჩამოყალიბდნენ მასობრივი, მათ შორის ეროვნული მოძრაობები და ორგანიზაციები. ქვეყანაში საბჭოთა სისტემის რეფორმაციის მცდელობამ მოახდინა კრიზისის უფრო და უფრო გაღრმავება. პოლიტიკურ არენაზე ეს კრიზისი ჩანდა როგორც სსრკ-ის პრეზიდენტ გორბაჩოვისა და რსფსრ-ის პრეზიდენტ ელცინის წინააღმდეგობა. ბორის ელცინი აქტიურად უწევდა პროპაგანდას რსფსრ-ის დაუმოუკიდებლობის საჭიროებას.
საბჭოთა კავშირის დაშლა მიმდინარეობდა ეკონომიურ, პოლიტიკურ და დემოგრაფიულ ფონზე. 1989 წელს ეკონომიკური კრიზისი ოფიციალურად გამოცხადდა (ეკონომიკის ზრდა დაცემამ შეცვალა).
1989-1991 წლებში საბჭოთა ეკონომიკის პრობლემების პიკია - სურსათის ქრონიკული დეფიციტი; თავისუფალი ვაჭრობიდან ქრება თითქმის ყველა საჭირო პროდუქტი პურის გარდა. მთელი ქვეყნის მასშტაბით შემოტანილი ტალონური სისტემა.
1991 წელს პირველად დაფიქსირდა დემოგრაფიული კრიზისი.
საბჭოთა კავშირი კარგავს კონტროლს აღმოსავლეთ ევროპაში, 1989 წლიდან მიმდინარეობს კომუნისტური იდეოლოგიის დაცემა. პოლონეთში ხელისუფლებაში „სოლიდარობის“ ლიდერი ლეხ ვალენსა მოდის, ჩეხოსლოვაკიაში ყოფილი დისედენტი ვაცლავ ჰაველი.
საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე ჩნდება რამდენიმე ეთნიკური კონფლიქტი.
ლიეტუვა გახდა პირველი სახელმწიფო, რომელმაც დამოუკიდებლობა გამოაცხადა.
რესპუბლიკა | ეწოდა | სუვერენიტეტის გამოცხადება | სსრკ-იდა გასვლის განცხადება | დამოუკიდებლობა (დე-იურე) |
---|---|---|---|---|
ესტონეთის სსრ | 8 მაისი, 1990 | 16 ნოემბერი, 1988 | 8 მაისი, 1990 | 6 სექტემბერი, 1991 |
ლიტვის სსრ | 11 მარტი, 1990 | 26 მაისი, 1989 | 11 მარტი, 1990 | 6 სექტემბერი, 1991 |
ლატვიის სსრ | 4 მაისი, 1990 | 28 ივლისი, 1989[1] | 4 მაისი, 1990 | 6 სექტემბერი, 1991 |
აზერბაიჯანის სსრ | 5 თებერვალი, 1991 | 23 სექტემბერი, 1989 | 30 აგვისტო, 1991 | 26 დეკემბერი, 1991[2] |
საქართველოს სსრ | 14 ნოემბერი, 1990 | 26 მაისი, 1990[3][4][5] | 9 აპრილი, 1991 | 26 დეკემბერი, 1991[2] |
რუსეთის სფსრ | 25 დეკემბერი, 1991 | 12 ივნისი, 1990 | 12 დეკემბერი, 1991 | 26 დეკემბერი, 1991[2] |
უზბეკეთის სსრ | 30 სექტემბერი, 1991 | 20 ივნისი, 1990 | 31 აგვისტო, 1991[6] | 26 დეკემბერი, 1991[2] |
მოლდავეთის სსრ | 5 ივნისი, 1990 | 23 ივნისი, 1990 | 27 აგვისტო, 1991 | 26 დეკემბერი, 1991[2] |
უკრაინის სსრ | 17 სექტემბერი, 1991 | 16 ივლისი, 1990 | 24 აგვისტო, 1991 | 26 დეკემბერი, 1991[2] |
ბელორუსიის სსრ | 19 სექტემბერი, 1991 | 27 ივლისი, 1990 | 25 აგვისტო, 1991 | 26 დეკემბერი, 1991[2] |
თურქმენეთის სსრ | 27 ოქტომბერი, 1991 | 22 აგვისტო, 1990 | 27 ოქტომბერი, 1991 | 26 დეკემბერი, 1991[2] |
სომხეთის სსრ | 24 აგვისტო, 1990 | — | 23 აგვისტო, 1990 | 26 დეკემბერი, 1991[2] |
ტაჯიკეთის სსრ | 31 აგვისტო, 1991 | 24 აგვისტო, 1990 | 9 სექტემბერი, 1991[7] | 26 დეკემბერი, 1991[2] |
ყაზახეთის სსრ | 10 დეკემბერი, 1991 | 25 ოქტომბერი, 1990 | 16 დეკემბერი, 1991[8] | 26 დეკემბერი, 1991[2] |
ყირგიზეთის სსრ | 5 თებერვალი, 1991 | 15 დეკემბერი, 1990 | 31 აგვისტო, 1991[9] | 26 დეკემბერი, 1991[2] |
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.