ტიბერიუსი
From Wikipedia, the free encyclopedia
ტიბერიუსი (ლათ. Tiberius Caesar Dīvī Augustī Fīlius Augustus;[კ. 1][კ. 2] დ. 16 ნოემბერი, ძვ. წ. 42 — გ. 16 მარტი, 37) — რომის იმპერატორი 14-37 წლებში. დაბადებისას ტიბერიუს კლავდიუს ნერონი, კლავდიუსის გვარით. ტიბერიუს კლავდიუს ნერონისა და ლივია დრუზილას შვილი. დედამისი გაეყარა ნერონს და ძვ. წ. 39 წელს დაქორწინდა ოქტავიანეზე, მომავალ ავგუსტუსზე. ტიბერიუსი მისი გერი გახდა.
ტიბერიუსი | |
---|---|
Tiberius Caesar Dīvī Augustī Fīlius Augustus | |
ტიბერიუსის ბიუსტი | |
რომის იმპერატორი | |
მმართ. დასაწყისი: | 18 სექტემბერი, 14 |
მმართ. დასასრული: | 16 მარტი, 37 (22 წელი) |
წინამორბედი: | ავგუსტუსი |
მემკვიდრე: | კალიგულა |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | 16 ნოემბერი, ძვ. წ. 42 |
დაბ. ადგილი: | რომი |
გარდ. თარიღი: | 16 მარტი, 37 (78 წლის) |
გარდ. ადგილი: | მიზენუმი, იტალია |
დაკრძ. ადგილი: | ავგუსტუსის მავზოლეუმი |
მეუღლე: |
ვიფსანია აგრიპინა (ძვ. წ. 19-11 წწ.) იულია უფროსი (ძვ. წ. 11-2 წწ.) |
შვილები: |
დრუზუს იულიუს კეისარი ტიბერილუსი |
დინასტია: | იულიუს-კლავდიუსები |
მამა: | ტიბერიუს კლავდიუს ნერონი |
დედა: | ლივია დრუზილა |
რომის საიმპერატორო დინასტიები | |||
იულიუს-კლავდიუსების დინასტია | |||
ქრონოლოგია | |||
ავგუსტუსი | ძვ. წ. 27-ახ. წ. 14 | ||
ტიბერიუსი | 14-37 წწ. | ||
კალიგულა | 37-41 წწ. | ||
კლავდიუსი | 41-54 წწ. | ||
ნერონი | 54-68 წწ. | ||
მემკვიდრეობა | |||
წინამორბედი რომის რესპუბლიკა |
მემკვიდრე ოთხი იმპერატორის წელი |
მოგვიანებით, ტიბერიუსი დაქორწინდა იულია უფროსზე, ავგუსტუსის ქალიშვილზე სკრიბონიასთან ქორწინებიდან და შემდეგ, ავგუსტუსმა იშვილა კიდევაც, რითაც ტიბერიუსი ოფიციალურად გახდა იულიუსი და მიიღო სახელი ტიბერიუს იულიუს კეისარი. შემდეგი ოცდაათი წლის განმავლობაში, ტიბერიუსის მომდევნო იმპერატორები აგრძელებდნენ ორივე ოჯახის ამ შერეულ დინასტიას, რომელსაც ისტორიკოსები იულიუს-კლავდიუსების დინასტიას უწოდებენ. დინასტიის სხვა იმპერატორებს თუ დავუკავშირებთ, ტიბერიუსი იყო ავგუსტუსის გერი, კალიგულას პაპის ძმა, კლავდიუსის ბიძა მამის მხრიდან და ნერონის პაპის ბიძა.
ტიბერიუსი რომის ერთ-ერთი უდიდესი მხედართმთავარი იყო. მან დაიპყრო პანონია, დალმაცია, რეცია და დროებით, გერმანიის ნაწილებიც, რითაც საფუძველი ჩაუყარა იმპერიის ჩრდილოეთ საზღვარს, თუმცა ხალხის მეხსიერებაში იგი მაინც კარჩაკეტილ, პირქუშ მმართველად დარჩა, რომელსაც არასდროს უსურვია იმპერატორობა. პლინიუს უფროსი მას tristissimus hominum-ს, „ყველაზე პირქუშ ადამიანს“ უწოდებს.[1]
ახ. წ. 23 წელს, შვილის, დრუზუს იულიუს კეისრის სიკვდილის შემდეგ, ტიბერიუსი კიდევ უფრო კარჩაკეტილი და გულცივი გახდა. ახ. წ. 26 წელს, მან რომი დატოვა და მმართველობა დიდწილად, პრეტორიანელთა არაკეთილსინდისიერ პრეფექტს, სეიანუსსა და კვინტუს ნევიუს სუტორიუს მაკრონს ჩააბარა.
სიკვდილის შემდეგ, საიმპერატორო ტახტზე ტიბერიუსი თავისმა ძმისშვილიშვილმა, კალიგულამ, შეცვალა.[2]