პანონია
From Wikipedia, the free encyclopedia
პანონია — რომის იმპერიის ანტიკური პროვინცია. შემოსაზღვრული იყო ჩრდილოეთიდან და აღმოსავლეთიდან დუნაით, დასავლეთიდან ნორიკუმით და იტალიის პროვინციით, სამხრეთიდან დალმაციით და მეზიით. პანონია მოიცავდა დღევანდელი დასავლეთ უნგრეთის, აღმოსავლეთ ავსტრიის, ჩრდილოეთ ხორვატიის, ჩრდილო-დასავლეთ სერბეთის, ჩრდილოეთ სლოვენიის, დასავლეთ სლოვაკეთის და ჩრდილოეთ ბოსნია და ჰერცეგოვინის ტერიტორიებს.