![cover image](https://wikiwandv2-19431.kxcdn.com/_next/image?url=https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/f/fa/Danubemap.jpg/640px-Danubemap.jpg&w=640&q=50)
დუნაი
From Wikipedia, the free encyclopedia
დუნაი (ძვ. ბერძნ. Ἴστρος) — ყველაზე გრძელი მდინარე ევროკავშირის ტერიტორიაზე და მეორე მთელ ევროპაში ვოლგას შემდეგ. მისი შენაკადებიდან (270-მდე) 34 სანაოსნოა. როგორც ევროპის უმსხვილესი სამდინარო მაგისტრალი, დუნაი დიდ როლს ასრულებს ტვირთების გადაზიდვაში. მასზე აშენებულია რამდენიმე მსხვილი ჰესი, თუმცა დუნაის ჰიდროპოტენციალის დიდი ნაწილი ჯერ კიდევ გამოუყენებელია. მიედინება 10 სახელმწიფოს ტერიტორიაზე.
დუნაი | |
---|---|
![]() დუნაის აუზი | |
ქვეყანა |
![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() |
სათავე |
შვარცვალდი 47°57′04″ ჩ. გ. 8°31′18″ ა. გ. |
შესართავი |
შავი ზღვა 45°13′19″ ჩ. გ. 29°44′36″ ა. გ. |
სიგრძე | 2.888 კმ |
აუზის ფართობი | 817.000 კმ² |
![]() ![]() | |
![]() |
მდინარის სახელის ეტიმოლოგიის შესახებ რამდენიმე ვერსია არსებობს. პირველი უკავშირდება კელტურ სიტყვას Danuvius, რაც ჩქარ მდინარეს ნიშნავს (Danu — ჩქარი, vius — წყალი). სხვა ვერსიებით კი მდინარის სახელი წარმოიშვა ძველი სპარსული სიტყვიდან „დუ ნა“ (მიედინება აქ). საკუთრივ სიტყვის ფუძე უკავშირდება პროტო ინდო-ევროპულ სიტყვას danu რაც ითარგმნება როგორც მდინარე.