რომის რესპუბლიკა
From Wikipedia, the free encyclopedia
რომის რესპუბლიკა (ლათ. Res Publica Romanorum) — ფაზა ძველი რომის ცივილიზაციაში, რომლისთვისაც დამახასიათებელი იყო მმართველობის რესპუბლიკური ფორმა. ეს პერიოდი დაიწყო ძვ. წ. 510 წელს მონარქიის გადაგდებით და იარსება სანამ სამოქალაქო ომების სერიების შედეგად იმპერიად გარდაიქმნებოდა. იმპერიად გარდასახვის ზუსტი თარიღი ზოგიერთ მოვლენათა ინტერპრეტაციის საკითხია, რომელთა შორის მოიაზრება იულიუს კეისარის მუდმივ დიქტატორად დანიშვნის (ძვ. წ. 44) თარიღი, აქციუმის ბრძოლა (ძვ. წ. 31) და რომის სენატის მიერ ოქტავიანესთვის „ავგუსტუსის“ ტიტულის მინიჭება (ძვ. წ. 27).
ვიკიპედიის რედაქტორების გადაწყვეტილებით, სტატიას „რომის რესპუბლიკა“ მინიჭებული აქვს რჩეული სტატიის სტატუსი. რომის რესპუბლიკა ვიკიპედიის საუკეთესო სტატიების სიაშია. |
დევიზი: Senatus Populusque Romanus (ლათ.: რომის სენატი და ხალხი) | |
ოფიც. ენა | ლათინური |
დედაქალაქი | რომი |
სისტემა | Res Publica |
სახ. მეთაური | ორი კონსული, საგანგებო მდგომარეობებისას დიქტატორი |
საკანონმდებლო ორგანო | რომის სენატი |
დაარსდა | ძვ. წ. 510 |
არსებობა შეწყვიტა | ძვ. წ. 27 წლის 16 იანვარი, რომის იმპერიად გარდაქმნა |
პირველი კონსულები | ლუციუს იუნიუს ბრუტუსი, ლუციუს ტარკვინიუს კოლატინუსი (ძვ. წ. 509) |
უკანასკნელი კონსულები | ოქტავიანე ავგუსტუსი და მარკუს ვიპსანიუს აგრიპა |
წინამორდები | რომის სამეფო |
შემდგომი წყობა | რომის იმპერია |
თუმცა ეს განსაზღვრება თანამედროვე ისტორიკოსთა მიერ არის მიღებული და არა თავად იმ დროის რომაელთა მიერ. ადრეულ იულიუს-კლავდიუსელ იმპერატორებს მიაჩნდათ, რომ რესპუბლიკა კვლავაც არსებობდა მათი უსაზღვრო ძალაუფლების პროტექციის ქვეშ და რომ ის საბოლოოდ ისევ დაუბრუნდებოდა რესპუბლიკურ ფორმას.