From Wikipedia, the free encyclopedia
საქართველოს პრემიერ-მინისტრი — საქართველოს მთავრობის მეთაური. პრემიერ-მინისტრი განსაზღვრავს მთავრობის საქმიანობის ძირითად მიმართულებებს, ორგანიზებას უწევს მთავრობის საქმიანობას, ახორციელებს მინისტრების საქმიანობის კოორდინაციასა და კონტროლს, ხელს აწერს მთავრობის სამართლებრივ აქტებს. პრემიერ-მინისტრი წარმოადგენს საქართველოს საგარეო ურთიერთობებში, დებს საერთაშორისო ხელშეკრულებებს საქართველოს სახელით.[2]
საქართველოს პრემიერ-მინისტრი | |
---|---|
საქართველოს დროშა | |
დამნიშვნელი | საქართველოს პარლამენტი |
ვადის ხანგრძლივობა | 4 წელი |
დაარსდა | 1918 წლის 26 მაისი |
პირველი თანამდებობაზე | ნოე რამიშვილი |
ხელფასი | 4 250[1] ₾ |
საიტი | ოფიციალური საიტი |
საქართველო | |||
ეს სტატია არის ნაწილი სერიისა: | |||
საქართველოს პოლიტიკური მოწყობა | |||
პრეზიდენტი : სალომე ზურაბიშვილი | |||
აღმასრულებელი ხელისუფლება | |||
საქართველოს მთავრობა | |||
პრემიერ-მინისტრი : ირაკლი კობახიძე | |||
საკანონმდებლო ხელისუფლება | |||
საქართველოს პარლამენტი | |||
პარლამენტის თავმჯდომარე : შალვა პაპუაშვილი | |||
პარტიები პარლამენტში :
| |||
პოლიტიკური პარტიები | |||
სასამართლო ხელისუფლება | |||
საკონსტიტუციო სასამართლო | |||
საქართველოს საერთო სასამართლოები | |||
ტერიტორიული მოწყობა | |||
პრემიერ-მინისტრი ნიშნავს და ათავისუფლებს მინისტრებს. იგი უფლებამოსილია ერთ-ერთ მინისტრს დააკისროს პირველი ვიცე-პრემიერის, აგრეთვე ერთ ან რამდენიმე მინისტრს − ვიცე-პრემიერის მოვალეობა.[2]
პრემიერ-მინისტრი მთავრობის საქმიანობისთვის ანგარიშვალდებულია პარლამენტის წინაშე. წელიწადში ერთხელ იგი პარლამენტს წარუდგენს მოხსენებას სამთავრობო პროგრამის შესრულების მიმდინარეობის შესახებ, აგრეთვე პარლამენტის მოთხოვნით − სამთავრობო პროგრამის ცალკეული ნაწილის შესრულების მიმდინარეობის ანგარიშს.[2]
პრემიერ-მინისტრის თანამდებობა პირველად დაწესდა 1918 წელს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის გამოცხადებისთანავე და მას მთავრობის თავმჯდომარე ერქვა. ამ პოსტზე მოღვაწეობდნენ ნოე რამიშვილი და ნოე ჟორდანია.
1921 წლის 25 თებერვალს რუსეთ-საქართველოს 1921 წლის ომის შედეგად საბჭოთა რუსეთმა დაიპყრო საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა, მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობა გაუქმდა, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობამ კი დატოვა საქართველო და ემიგრაციაში წავიდა. საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით საქართველო არის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ისტორიულ-სამართლებრივი მემკვიდრე.
1995 წელს მიღებული საქართველოს კონსტიტუცია არ ითვალისწინებდა პრემიერ-მინისტრის თანამდებობას. 2004 წლის 6 თებერვალს განხორციელებულმა საკონსტიტუციო ცვლილებებმა საქართველოში შემოიღო მთავრობის ინსტიტუტი, შესაბამისად, ხელახლა გაჩნდა მთავრობის თავმჯდომარის პოსტი და მას კვლავ პრემიერ-მინისტრი ეწოდა. მოქმედი კანონმდებლობით, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს პარლამენტის შემადგენლობის გათვალისწინებით წამოაყენებს პრეზიდენტი, ხოლო პარლამენტი კი ნდობას უცხადებს მას. პრემიერ-მინისტრი ნიშნავს და ათავისუფლებს მინისტრებს.
სახელი | ფოტო | ვადის დასაწყისი | ვადის დასასრული | პარტია | |
---|---|---|---|---|---|
1 | |||||
2 |
სახელი | ფოტო | ვადის დასაწყისი | ვადის დასასრული | |
---|---|---|---|---|
1 | ||||
მ/შ | ||||
სახელი | ფოტო | ვადის დასაწყისი | ვადის დასასრული | |
---|---|---|---|---|
1 | ||||
2 | ||||
მ/შ | ||||
3 | ||||
მ/შ |
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.