Remove ads
From Wikipedia, the free encyclopedia
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე — საქართველოს პარლამენტის უმაღლესი თანამდებობის პირი, რომელიც აირჩევა ახალი მოწვევის პარლამენტის მიერ, პირველსავე სესიაზე, თავისი უფლებამოსილების ვადით, ფარული კენჭისყრით. იგი უძღვება პარლამენტის მუშაობას, უზრუნველყოფს აზრის თავისუფალ გამოხატვას, ხელს აწერს პარლამენტის მიერ მიღებულ აქტებს და ასრულებს რეგლამენტით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს[1].
საქართველო | |||
ეს სტატია არის ნაწილი სერიისა: | |||
საქართველოს პოლიტიკური მოწყობა | |||
პრეზიდენტი : სალომე ზურაბიშვილი | |||
აღმასრულებელი ხელისუფლება | |||
საქართველოს მთავრობა | |||
პრემიერ-მინისტრი : ირაკლი კობახიძე | |||
საკანონმდებლო ხელისუფლება | |||
საქართველოს პარლამენტი | |||
პარლამენტის თავმჯდომარე : შალვა პაპუაშვილი | |||
პარტიები პარლამენტში : | |||
პოლიტიკური პარტიები | |||
სასამართლო ხელისუფლება | |||
საკონსტიტუციო სასამართლო | |||
საქართველოს საერთო სასამართლოები | |||
ტერიტორიული მოწყობა | |||
საქართველოში პირველად საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარის თანამდებობა შემოღებულ იქნა 1918 წელს, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მიერ დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ. საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი დამფუძნებელი კრების მოწვევამდე საქართველოს მართვა-გამგეობას აბარებდა ეროვნულ საბჭოს, რომელიც შევსებული უნდა ყოფილიყო ეროვნულ უმცირესობათა წარმომადგენლებით[2]. მისი პირველი თავმჯდომარე გახდა ნიკოლოზ ჩხეიძე. 1918 წლის 8 ოქტომბერს საქართველოს ეროვულ საბჭოს საქართველოს პარლამენტი ეწოდა, ხოლო 1919 წლის 12 მარტიდან - 1921 წლის 25 თებერვლამდე — საქართველოს დამფუძნებელი კრება.
საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ საქართველოს უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო იყო საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭო; 1992 წლის 4 ნოემბრიდან მას საქართველოს პარლამენტი ჰქვია.
1992 წლის მარტის დასაწყისში ედუარდ შევარდნაძე დაბრუნდა საქართველოში და 1992 წლის 10 მარტს დაინიშნა ქვეყნის უმაღლესი მმართველი ორგანოს, საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს თავმჯდომარედ, შეცვალა რა სამხედრო საბჭო. 1992 წლის 11 ოქტომბერს საყოველთაო არჩევნების გზით არჩეულ იქნა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარედ და 1992 წლის 4 ნოემბერს ახალი პარლამენტის პირველივე სხდომიდან შეუდგა სამსახურებრივ მოვალეობის შესრულებას. სულ მალე, პარლამენტმა შემოიღო საქართველოს სახელმწიფო მეთაურის თანამდებობა და 1992 წლის 6 ნოემბერს ედუარდ შევარდნაძე უალტერნატივოდ არჩეულ იქნა ამ პოსტზე, ფორმალურად შეენახა რა პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა, გათავისუფლდა ყოველდღიური სამუშაო სხდომების ხელმძღვანელობისგან. შეიქმნა პარლამენტის სპიკერის პოსტი, არჩეულ იქნა სპიკერი – ვახტანგ გოგუაძე, რომელსაც დაევალა პარლამენტის სხდომების ხელმძღვანელობა. 1995 წლის 26 ნოემბრიდან პარლამენტის თავმჯდომარის და სპიკერის თანამდებობა გაერთიანდა, საქართველოს პრეზიდენტის პოსტის აღდგენასთან ერთად.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.