From Wikipedia, the free encyclopedia
აკაკი თორნიკეს ძე ასათიანი (დ. 22 ოქტომბერი, 1953, თბილისი, საქართველო) — ქართველი პოლიტიკოსი. ქართველ ტრადიციონალისტთა კავშირის თავმჯდომარე (ქტკ), საქართველოს რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე 1991 წლის 18 აპრილიდან — 1992 წლის 6 იანვრამდე. 1990-1991 წლებში იყო საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს წევრი, საარჩევნო ბლოკი „მრგვალი მაგიდა — თავისუფალი საქართველო“, 1992-1995 წლებში იყო საქართველოს მე-3 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი „ქართველ ტრადიციონალისტთა კავშირი“ და 1999-2004 წლებში იყო მე-5 მოწვევის პარლამენტის წევრი, პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი „საქართველოს აღორძინება“. ხელი აქვს მოწერილი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე (1991 წლის 9 აპრილი).
აკაკი ასათიანი | |
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე | |
---|---|
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
18 აპრილი, 1991 – 6 იანვარი, 1992 | |
პრეზიდენტი | ზვიად გამსახურდია |
დაბადებული | 22 ოქტომბერი, 1953 თბილისი, საქართველო |
ეროვნება | ქართველი |
პოლიტიკური პარტია | ქართველ ტრადიციონალისტთა კავშირი |
განათლება | თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი |
საქმიანობა | პოლიტიკოსი |
დაიბადა 1953 წლის 22 ოქტომბერს, თბილისში, მოსამსახურის ოჯახში. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტი. 1978-1984 წლებში ეწეოდა სასწავლო, მთარგმნელობით და ლიტერატურულ საქმიანობას: ი.ნიკოლაძის სახ. თბილისის სამხატვრო სასწავლებლის ქართული ლიტერატურის მასწავლებელი (1978-1979წწ); საქინფორმის (საინფორმაციო სააგენტო „საქართველო“) მთარგმნელი (1979-1982წწ, 1984-1990წწ); საქართველოს სსრ კულტურის სამინისტროს კულტურულ-საგანმანათლებლო დაწესებულებების სამმართველოს მხატვრული თვითშემოქმედების სარეპერტუარო-სარედაქციო კოლეგიის რედაქტორი (1982-1984წწ).
1989 წლის აპრილში მონაწილეობდა საქართველოს კონსერვატიული (მონარქისტული) პარტიის შექმნაში, მასში განხეთქილების შემდეგ კი დააფუძნა და სათავეში ჩაუდგა ქართველ ტრადიციონალისტთა კავშირს, რომელიც გაწევრიანდა ბლოკში მრგვალი მაგიდა — თავისუფალი საქართველო. საქართველოს უმაღლესი საბჭოს მრავალპარტიული არჩევნების შემდეგ — თავმჯდომარის მოადგილე, 1991 წლის 18 აპრილიდან — საქართველოს რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე. ფორმალურად იკავებდა ამ პოსტს, სანამ უმაღლესი საბჭო არ განიდევნა საქართველოდან სახელმწიფო გადატრიალების დროს, თუმცა 1991 წლის ოქტომბერში უზენაესი საბჭოს თავმჯდომარეობიდან გადადგა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, მისი საქმიანობა კი მოადგილემ, ნემო ბურჭულაძემ გააგრძელა.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.