From Wikipedia, the free encyclopedia
საქართველოს კონსერვატიული (მონარქისტული) პარტია — მემარჯვენე-კონსერვატიული პოლიტიკური პარტია საქართველოში. პარტია აქტიურობდა ეროვნული მოძრაობის აქციების დროს. პარტია დააარსა თემურ ჟორჟოლიანმა 1989 წელს.
საქართველოს კონსერვატიული (მონარქისტული) პარტია | |
---|---|
ქვეყანა | საქართველო |
ხელმძღვანელობა | |
თავმჯდომარე | ირაკლი კობრავა |
ისტორია | |
დამფუძნებელი | თემურ ჟორჟოლიანი |
დაფუძნდა | 10 აპრილი, 1989 |
პოზიციები | |
იდეოლოგია | კონსერვატიზმი მონარქიზმი |
პოლიტიკური პოზიცია | მემარჯვენეობა |
კონსერვატიული (მონარქისტული) პარტია დაფუძნდა 1989 წლის 9 აპრილს მომხდარი ამბის შემდეგ. 10 აპრილს თემურ ჟორჟოლიანის ინიციატივით დაარსდა კონსერვატიული (მონარქისტული) პარტია, რომლის მიზანი იყო საქართველოში კონსტიტუციური მონარქიის დამყარება.
1990 წლის 11-13 მარტს თბილისში, ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში ჩატარდა კონფერენცია, რომელზეც მიწვეული იყო ეროვნულ მოძრაობაში ჩართული ყველა არაფორმალური გაერთიანება. კონფერენციის მიზანი იყო საკოორდინაციო საბჭოს შექმნა, რომელსაც კოორდინაცია უნდა გაეწია ეროვნული მოძრაობის ყველა აქციისათვის. მასში უნდა ყოფილიყო ორ-ორი წარმომადგენელი თითოეული პარტიიდან. 1990 წლის აპრილში ეროვნული ფორუმი ორ დაპირისპირებულ ბანაკად გაიყო. კომუნისტური ხელისუფლების მიერ დანიშნული არჩევნების ბოიკოტის მომხრეები, მოგვიანებით, „ეროვნული კონგრესის“ გზით წავიდნენ. „ეროვნული ფორუმიდან“ გასული: ჰელსინკის კავშირი, ილია მართლის საზოგადოება, მერაბ კოსტავას საზოგადოება და კონსერვატიული (მონარქისტული) პარტია – „მრგვალი მაგიდის“ ფორმირებისა და ოქტომბრის არჩევნებში მონაწილეობის გზით. 1990 წლის 2 მაისს გამოქვეყნებულ მიმართვას ქართველი ერისადმი, ზვიად გამსახურდიასთან ერთად ხელი მოაწერეს: თემურ ჟორჟოლიანმა, თენგიზ სიგუამ, თედო პაატაშვილმა, ვაჟა ადამიამ, გიორგი ხოშტარიამ, შალვა წიკლაურმა, ამირან კალაძემ, ალეკო მელაძემ, თემურ ქორიძემ, თენგიზ კიტოვანმა, გურამ პეტრიაშვილმა, თენგიზ დიხამინჯიამ, გიორგი ხონელიძემ, ავთანდილ რცხილაძემ და ა.შ. [1]
თემურ ჟორჟოლიანმა უარი განაცხადა მონაწილეობა მიეღო 1990 წლის უზენაესი საბჭოს არჩევნებში და მან დატოვა ბლოკი „მრგვალი მაგიდა“. თემურ ჟორჟოლიანის გადაწყვეტილებას არ მიესალმა აკაკი ასათიანი, რომელმაც დატოვა კონსერვატიული (მონარქისტული) პარტია და საკუთარ მომხრეებთან ერთად დააფუძნა „ქართველ ტრადიციონალისტთა კავშირი“. ტრადიციონალისტები დარჩნენ ზვიად გამსახურდიათან ერთად და 28 ოქტომბრის არჩევნებში გაიმარჯვეს.
თემურ ჟორჟოლიანი 1992 წელს სახელმწიფო საბჭოს წევრი გახდა. 1992 წლის 11 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის შეიქმნა საარჩევნო ბლოკი „მშვიდობა“, რომელშიც გაერთიანდნენ მონარქისტები. ბლოკი „მშვიდობა“ გავიდა პირველ ადგილზე. პარლამენტში შესვლის შემდეგ მონარქისტებმა ჩამოაყალიბეს ფრაქცია „კონსერვატორები“, რომლის თავმჯდომარეც გახდა თემურ ჟორჟოლიანი.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.