Remove ads
From Wikipedia, the free encyclopedia
ნიკოლოზ (ნიკა) გილაური (დ.14 თებერვალი, 1975, თბილისი) — ქართველი პოლიტიკოსი, საქართველოს პრემიერ-მინისტრი 2009 წლის იანვრიდან 2012 წლის 30 ივნისამდე.
ნიკოლოზ გილაური | |
ნიკოლოზ გილაური | |
საქართველოს პრემიერ-მინისტრი | |
---|---|
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
6 თებერვალი, 2009 – 30 ივნისი, 2012 | |
პრეზიდენტი | მიხეილ სააკაშვილი |
წინამორბედი | გრიგოლ მგალობლიშვილი |
მემკვიდრე | ივანე მერაბიშვილი |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
30 აგვისტო, 2007 – 6 თებერვალი, 2009 | |
პრეზიდენტი | მიხეილ სააკაშვილი |
პრემიერ-მინისტრი | ზურაბ ნოღაიდელი ლადო გურგენიძე გრიგოლ მგალობლიშვილი |
წინამორბედი | ალექსი ალექსიშვილი |
მემკვიდრე | კახა ბაინდურაშვილი |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
17 თებერვალი, 2004 – 30 აგვისტო, 2007 | |
პრეზიდენტი | მიხეილ სააკაშვილი |
პრემიერ-მინისტრი | ზურაბ ჟვანია ზურაბ ნოღაიდელი |
წინამორბედი | მამუკა ნიკოლაიშვილი |
მემკვიდრე | ალექსანდრე ხეთაგური |
დაბადებული | 14 თებერვალი, 1975 თბილისი, საქართველოს სსრ |
მოქალაქეობა | საქართველო |
ეროვნება | ქართველი |
მეუღლე | მარინე შამუგია |
განათლება | თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ტემპლის უნივერსიტეტი |
პროფესია | ეკონომისტი, ფინასისტი |
საქმიანობა | პოლიტიკა |
გილაური სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების ფაკულტეტზე. 1998 წელს დაამთავრა ინგლისის ბიურნემოუტნის კოლეჯის ინგლისური ენის შემსწავლელი კურსები. 1999–2000 წლებში სწავლობდა ფილადელფიის ტემპლის უნივერსიტეტის მაგისტრატურაში საერთაშორისო ბიზნეს მენეჯმენტს.
გილაურის სამუშაო გამოცდილება იწყება 1999 წლიდან, როცა ის მუშაობდა დუბლინის საერთაშორისო საფინანსო ცენტრში. 2000 წელს იყო ფილადელფიის მცირე ბიზნესის განვითარების ცენტრის ფინანსური კონსულტანტი.
2001 წლიდან გილაური საქართველოში დაბრუნდა და დაინიშნა საქართველოს ტელეკომში ფინანსურ კონსულტანტად. 2002 წელს დაინიშნა ესპანური კონსორციუმის - იბერდროლას ფინანსურ კონსულტანტად. 2003 – 2004 წლებში მუშაობდა ირლანდიური კომპანია ი-ეს-ბი-იში საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის მენეჯმენტ-კონტრაქტორად, ფინანსურ მაკონტროლებლად.
2004 წლის 17 თებერვალს დაინიშნა საქართველოს ენერგეტიკის მინისტრად. 2007-2009 წლებში იყო საქართველოს ფინანსთა მინისტრი. 2009 წლის 6 თებერვლიდან 2012 წლამდე იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრი. 2012 წელს ხელისუფლების ცვლილების შემდეგ გილაურმა დატოვა საჯარო სექტორი და დააფუძნა საკონსულტაციო კომპანია Reformatics.
2010 წლის იანვარში გილაური დაქორწინდა ყოფილ მოდელსა და „მის საქართველო 2004“-ის მონაწილე მარინე შამუგიაზე. [1]
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.