საქართველო XVII საუკუნეში
From Wikipedia, the free encyclopedia
საქართველო XVII საუკუნეში განიცდიდა აგრესიას ოსმალეთის იმპერიისა და სეფიანთა ირანის მხრიდან. აღმოსავლეთ საქართველოსთვის განსაკუთრებულ დამანგრეველი იყო ირანის შაჰ აბას I-ის შემოსევები. მეფე თეიმურაზ I-სა და მოურავ გიორგი სააკაძის წინაამღდეგობის მიუხედავად, ირანმა შეძლო აღმოსავლეთ საქართველოს სამეფოების პრაქტიკული გაუქმება და ქართლსა და კახეთში ხანების დანიშვნა. ირანის წარმატებას ხელს უწყობდა ფეოდალური შინაომები და შუღლი საქართველოში. აღმოსავლეთ საქართველოში შედარებით მშვიდობა დამყარდა ისლამმიღებული ბაგრატიონების როსტომ-ხანის და ვახტანგ V შაჰნავაზის მმართველობის დროს.
დასავლეთ საქართველო XVII საუკუნის განმავლობაში იმყოფებოდა ოსმალეთის იმპერიის გავლენის ქვეშ. იმერეთის სამეფო კიდევ უფრო დაასუსტდა, იმერეთის მეფის ტახტს პერიოდულად ეუფლებოდნენ დადიანები და გურიელები, ცალკე ერთეულად ჩამოყალიბდა აფხაზეთის სამთავრო.