საქართველო XI საუკუნეში
From Wikipedia, the free encyclopedia
საქართველო XI საუკუნეში — XI საუკუნეში განვითარების ახალ საფეხურზე ავიდა ფეოდალური ურთიერთოები. ახალჩამოყალიბებულ საქართველოს სამეფოს გამოუჩნდნენ მოწინააღმდეგენი დიდაზნაურების, საქართველოს ეკლესიის რეაქციული ფრთის და მტრული სახელმწიფოების სახით. სამღვდელოებას და თავადაზნაურებს აწუხებდათ პრივილეგიების დაკარგვა, ხოლო მეზობელ სახელმწიფოებს საქართველოს გაძლიერება. მიუხედავად შიდა წინააღმდეგობებისა, სამეფო კარის პოლიტიკის შედეგად სამეფოს ტერიტორია იზრდებოდა, ხოლო ბიზანტიის იმპერიის გავლენა საქართველოზე სუსტდებოდა.