ნიუ ეიჯი (მუსიკა)
From Wikipedia, the free encyclopedia
ნიუ ეიჯ მუსიკა — სხვადასხვა ჟანრის მუსიკა, რომელიც ქმნის სარელაქსაციო, ოპტიმისტურ განწყობას. მსმენელები მას იყენებენ იოგის, მასაჟის, მედიტაციისა და სტრესის მოხსნის პროცედურებისას [1]. ნიუ ეიჯის ჟანრის მუსიკა ასევე უკავშირდება გარშემო არსებული სამყაროსადმი ჰარმონიას .[2]
სწრაფი ფაქტები ნიუ ეიჯი, ჟანრობრივი წარმომავლობა ...
ნიუ ეიჯი | |
---|---|
ჟანრობრივი წარმომავლობა | კლასიკური მუსიკა, ელექტრონული მუსიკა, კონკრეტული მუსიკა, პროგრესული როკი, მსოფლიო მუსიკა, ტრადიციული ფოლკლორული მუსიკა, ემბიენტი, მინიმალიზმი |
კულტურული წარმომავლობა | 1960-იანი წლების დასასრული, ევროპა |
დამახასიათებელი ინსტრუმენტები | ფორტეპიანო, სინთეზატორი, სემპლერი, სეკვენსერი, ბუნების ხმები (ხშირად ჩიტების ჭიკჭიკი, ჩანჩქერის ხმა და ა.შ.), ფოლკლორული და ეთნიკური ინსტრუმენტები, აკუსტიკური გიტარა, ფლეიტა, არფა, ორგანი, |
დახურვა
მუსიკოსებსა და ჯგუფებს შორის, რომლებიც იყენებენ ნიუ ეიჯის მუსიკის ელემენტებს, ცნობილები არიან: Adiemus, დევიდ არკენსტოუნი, Armik, B-Tribe, Celtic Woman, Deep Forest, Delerium, ენიგმა, ენია, Era, კრისტოფერ ფრანკე, ლიზა ჯერარდი, Gregorian, ჯო ჰისაისი, ჟან-მიშელ ჟარი, Karunesh, მაიკ ოლდფილდი, The Alan Parsons Project, რიუჩი საკამოტო, კარლოს სანტანა, კლაუს შულცე, Oliver Shanti & Friends, ენდი სამერსი, Tangerine Dream, ვანგელისი, რიკ უეიკმენი, იანი, ჰანს ციმერი და სხვები.