From Wikipedia, the free encyclopedia
ფლეიტა — სასულე მუსიკალური საკრავი. არსებობს განივი (დაკვრისას უჭირავთ ჰორიზონტალურად) და გასწვრივი ანუ სიგრძივი (იჭერენ ვერტიკალურად) ფლეიტები. გავრცელებულია უძველესი დროიდან, აღსანიშნავია, რომ ფლეიტა ამ დროისთვის უძველესი მუსიკალური საკრავია მსოფლიოში. გერმანიაში აღმოჩნდა 35,000 წლის წინ ძვლისგან გამოთლილი ფლეიტა[1][2][3].
თანამედროვე ფლეიტა განივი ტიპისაა; აქვს ცალი მხრიდან დახურული ცილინდრული ლულა. ლულის ზედა ნაწილი წარმოადგენს საკრავის თავს, შუა ნაწილში განლაგებულია მოძრავი საცობი (წყობის რეგულირებისთვის), ჰაერის ჩასაბერი ხვრელი და ყველა ძირითადი სარქველი; ლულის ქვედა ნაწილში მოთავსებულია 3—4 სარქველი. საკრავი მზადდება სპეციალური ჯიშის ხისგან, ლითონისა და პლასტმასისაგან. დიაპაზონი — მცირე ოქტავის სი, ან პირველი ოქტავის დო — IV ოქტავის დო-მდე. ფლეიტის ნოტები იწერება ვიოლინოს გასაღებში. ფლეიტა საორკესტრო, საანსამბლო და სოლო საკრავია. ნაირსახეობებია: მცირე ფლეიტა (ფლეიტა პიკოლო), ალტის ფლეიტა და ბანის ფლეიტა.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.