The Alan Parsons Project
From Wikipedia, the free encyclopedia
The Alan Parsons Project — ბრიტანული პროგრესული როკ-ჯგუფის სხვადასხვა შემადგენლობის კრებითი სახელწოდება. კოლექტივმა იარსება 1975–1990 წლებში[3]. მასში შედიოდნენ ალან პარსონსი და ერიკ ვულფსონი, ხოლო სესიური შემსრულებლების სახით მათ ეხმარებოდნენ გიტარისტი იენ ბერნსონი, არანჟირებების ავტორი ენდრიუ პაუელი, ბასისტი და ვოკალისტი დევიდ პეტონი, დრამერი სტიუარტ ელიოტი და ვოკალისტი ლენი ზაკატეკი.
სწრაფი ფაქტები ბიოგრაფია, წარმოშობა ...
The Alan Parsons Project | |
---|---|
![]() ალან პარსონსი და ერიკ ვულფსონი. | |
ბიოგრაფია | |
წარმოშობა | გლაზგო, შოტლანდია, ლონდონი, ინგლისი |
ჟანრ(ებ)ი | პროგრესული როკი,[1] პროგრესული პოპი,[1] სოფტ როკი[2] |
აქტიური | 1975–1990 |
ლეიბლ(ებ)ი | Charisma, Arista |
წევრები |
ალან პარსონსი ერიკ ვულფსონი |
საიტი | the-alan-parsons-project.com |
The Alan Parsons Project ვიკისაწყობში |
დახურვა
![Thumb image](http://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/d/db/Alan_Parsons_Live_Project.jpg/640px-Alan_Parsons_Live_Project.jpg)
გარდა ცვალებადი შემადგენლობის, ჯგუფის ძირითად ბირთვს წარმოადგენდნენ პარსონსი და ვულფსონი. ალანი პროფესიით არის ხმის ინჟინერი და პროდიუსერი, თუმცა ამავე დროს მუსიკოსი და კომპოზიტორია. ვულფსონი ასევე იყო კომპოზიტორი, პიანისტი და მომღერალი. ჯგუფის თითქმის ყველა სიმღერის ავტორებად მითითებულები არიან „ვულფსონი/პარსონსი“.