![cover image](https://wikiwandv2-19431.kxcdn.com/_next/image?url=https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/a/a8/Jean_Michel_Jarre_B10-2016.jpg/640px-Jean_Michel_Jarre_B10-2016.jpg&w=640&q=50)
ჟან-მიშელ ჟარი
From Wikipedia, the free encyclopedia
ჟან-მიშელ ანდრე ჟარი (ფრანგ. Jean-Michel André Jarre; დ. 24 აგვისტო, 1948, ლიონი, საფრანგეთი) — ფრანგი კომპოზიტორი და შემსრულებელი. იგი ითვლება ფრანგული ელექტრონული და ნიუ ეიჯის სტილის მუსიკის ერთ-ერთ პიონერად. იგი ასევე არის ნოვატორული თეატრალიზებული ლაზერ-შოუების ავტორი.
ჟან-მიშელ ჟარი | |
---|---|
![]() ჟარი 2016 წელს | |
ბიოგრაფია | |
დაბ. თარიღი | 24 აგვისტო, 1948 (1948-08-24) (75 წლის) |
დაბ. ადგილი | ლიონი, საფრანგეთი |
ჟანრ(ებ)ი | ელექტრონული მუსიკა, ინსტრუმენტული მუსიკა, ნიუ ეიჯი, ემბიენტი |
საქმიანობა | კომპოზიტორი, მუსიკოსი, მხატვარი, მუსიკალური პროდიუსერი |
ინსტრუმენტ(ებ)ი | სინთეზატორი, ფორტეპიანო, ელექტრონული ორგანი, ლაზერული არფა, აკორდეონი, გიტარა, ბას გიტარა |
აქტიური | 1972–დღემდე |
ლეიბლ(ებ)ი | Disques Dreyfus/BMG Rights Management/Sony, Polydor/PolyGram, Epic/SME, Warner Bros., EMI |
ხელმოწერა |
![]() |
საიტი | jeanmicheljarre.com |
ჟან-მიშელ ჟარი ვიკისაწყობში |
ჟარი იზრდებოდა ლიონში, დედასთან, ბაბუასთან და ბებიასთან. ბავშვობიდან დაიწყო ფორტეპიანოზე დაკვრის შესწავლა და ეზიარა ხელოვნების სხვადასხვა სფეროს, რომელთა შორის იყო ქუჩის წარმოდგენები, ჯაზური მუსიკოსები და მხატვარი პიერ სულაჟი. იგი ერთ ჯგუფში გიტარაზე უკრავდა, მაგრამ მუსიკალურ სტილზე ყველაზე მეტად გავლენა იქონია პიერ შეფერის, კონკრეტული მუსიკის პიონერის შემოქმედებამ.
მუსიკოსს წარმატება და შემდგომში მსოფლიო აღიარება მოუტანა 1976 წლის ალბომმა Oxygène. იგი ჩაწერილი იქნა შინაურ სტუდიაში და დღეისთვის დაახლოებით 12 მილიონი ასლის ოდენობით არის გაყიდული. 1978 წლის Équinoxe-ს მოჰყვა რეკორდული რაოდენობის მაყურებელი კონკორდის მოედანზე - მილიონზე მეტი (თუმცა, დღეისთვის მან ეს რეკორდი სამჯერ გააუმჯობესა). მან მრავალი ალბომი გამოსცა, მაგრამ 1979 წლის კონცერტმა მნიშვნელოვანი გავლენა იქონია მსოფლიოში გამართულ სხვა გამოსვლებზე. ჟარი აგრეთვე იყო პირველი მუსიკოსი დასავლეთიდან, რომელიც კონცერტებით მიიწვიეს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში.